საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, “საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციაში” ცვლილებები განხორციელდა. აღნიშნული ლარიზაციის ღონისძიებების ერთ–ერთი კომპონენტის (მე-10 პუნქტის) შესრულებას ისახავს მიზნად. კერძოდ, ამიერიდან კომერციულ ბანკებს საშუალება ექნებათ მომხმარებელს დაცული ესქრო მომსახურება შესთავაზონ.
იმისათვის, რომ ამ მომსახურების ფარგლებში გარიგების მონაწილე მხარეებმა მიიღონ მაქსიმალური დაცვა, ესქრო მომსახურებამ უნდა დააკმაყოფილოს ანგარიშების გახსნის ინსტრუქციაში გაწერილი შემდეგი მოთხოვნები:
ესქრო მომსახურების ფარგლებში შესრულებული ოპერაციები უნდაგანხორციელდეს ლარში.
მომსახურება დაკავშირებული უნდა იყოს უძრავი ან მოძრავი ქონების, საწარმოს წილის ან/და ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებთან.
მომხმარებლისათვის დაცული ესქრო მომსახურების ხანგრძლივობა არ უნდაა ღემატებოდეს 6 თვეს.
“მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პირობებით განხორციელებული ესქრო მომსახურების შემთხვევაში, მონაწილე მხარეები დაცული იქნებიან როგორც უშუალოდ გარიგების მხარეების ასევე, სხვა გარეშე რისკებისაგან.
ცვლილებების ამოქმედებამდე, კომერციული ბანკებისთვის არ იყო შეზღუდული ესქრო მომსახურების განხორციელება როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში, თუმცა, ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ მომხმარებლების მომსახურების ფარგლებში ისეთ დაცულობას, როგორიც ეს ლარით ესქრო მომსახურების განხორციელებისას გახდება შესაძლებელი, რაც, თავისთავად, მომხმარებლებში ლარისადმი ნდობის გაზრდას შეუწყობს ხელს“, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
დატოვე კომენტარი