ყაზახური კომპანიების Qaz Carbon-ის და YDD CORPORATION-ის აქციონერებმა თურქეთში სამედიცინო აპარატურა და პრეპარატები შეიძინეს და ყაზახეთის ყარაღანდის ოლქში საავადმყოფოებს გადასცეს. კერძოდ, ერლან ნიგმატულინმა ქართველ პარტნიორ დავით ქემერტელიძესთან ერთად კლინიკებს 100 ჟანგბადის კონცენტრატორი გადასცა. აღსანიშნავია, რომ ამ მოწყობილობებით უზრუნველყოფს თურქეთი მთელს ევროპას.
ამას გარდა, შეისყიდეს პულსის ოქსიმეტრები და covid-19-თან ბრძოლისთვის საჭირო პრეპარატი, “ენოქსაფარინი”.
“ასეთ რთულ პირობებში, სახელმწიფოსთვის ბიზნესის მხარდაჭერა გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ მივიჩნევთ თავს ვალდებულად, რომ ხელი შევუწყოთ პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე მყოფ ექიმებს. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.”– განაცხადა ერლან ნიგმატულინმა.
როგორც ყაზახური მედია წერს, ერლანის ნიგმატულინისა და დავით ქემერტელიძის დახმარებით, სამედიცინო დაწესებულებები მეტი სარეანიმაციო პროცედურების ჩატარებას შეძლებენ, ასევე შეძლებენ დასვან სასუნთქი ორგანოების დაავადებების ზუსტი დიაგნოზი და ეფექტურად წარმართონ მკურნალობა.
დატოვე კომენტარი