ნიდერლანდების დედოფალმა მაქსიმამ ჰააგაში გამართულ ენტერპრენიორობის გლობალურ სამიტზე ისაუბრა იმ ძირითადი ბარიერების შესახებ, რაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს თავისუფალი მეწარმეობის განვითარებაში უშლის ხელს. ნიდერლანდების სამეფო ოჯახის წევრის შეფასებით, არსებულ გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ სწორი რეგულატორული მიდგომებით, მთავრობების მხრიდან ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფითა და თავად წარმატებული კომპანიების მიერ ახალი ტიპის სოციალური პარტნიორობების დაფუძნებით არის შესაძლებელი.
დედოფალი მაქსიმა მეწარმეობის გამოწვევებზე:
“როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდივნის კეთილი ნების ელჩი ინკლუზიური ფინანსირებისთვის, ჩემი მანდატია მხარი დავუჭირო ისეთ პოლიტიკას და ბიზნეს პრაქტიკას, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეთა უნივერსალურ ეკონომიკურ ჩართულობას და ეხმარება ხელმისაწვდომი დაფინანსებების სისტემებს ჩამოყალიბებაში. დღეს-დღეობით, პლანეტის 7 მილიარდი მაცხოვრებლიდან, ერთ მილიარდს არ აქვს წვდომა ფინანსურ რესურსებზე, როგორიცაა, საბანკო ანგარიშები, დაზღვევა, დანაზოგები და კრედიტი.
გლობალურად, მცირე ბიზნესების 40%-ს არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, რათა განვითარდეს, დაასაქმოს ახალი ადამიანები და გახდეს ხელშემწყობი სტაბილური და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვხედავთ სწრაფ ზრდას ინოვაციურ სტარტაპებში და ინოვაციურ პროექტებში. სწორედ ინივაციური ტექნოლოგიების გამოყოენებით შესაძლებელი გახდა ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნა, რომლებიც უფრო მეტ ადამიანს მისწვდება.
ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისები კი თავად სექტორების და ინდუსტრიების გარდაქმნას ახდენენ. დაწყებული ფინანსებითა და ვაჭრობით და დამთავრებული ტრანსპორტითა თუ სოფლის მეურნეობით, ციფრულმა გარდაქმნებმა, თითოეულ მათგანში გაზარდეს მომხმარებელთა ხელმისაწვდომობა.
რამდენიმე ძირითად პუნქტს ჩამოვთვლი, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეწარმეობის ხელშეწყობისთვის.
ტექნოლოგიების განვითარება:
დაჩქარდეს დიგიტალიზაცია ყველა მიმართულებით – ენტერპრენიორებს შესაძლებლობა აქვთ, შექმნან ახალი ციფრული ტექნოლოგიები, რომლებიც მათ სერვისს უფრო ხელმისაწვდომ ფასად, უფრო მეტ მომხმარებლამდე მიიტანს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობა გაიზარდოს. გლობალურად ყველაზე ნაკლები მსყიდველუნარიანობა და შესაბამისად ხელმისაწვდომობა სხვა და სხვა სერვისებზე სწორედ მათ აქვთ, ახალი ტექნოლოგია კი რომელიც უფრო კონკურენტუნარიანი ფასის იქნება, ყველაზე მეტად სწორედ ამ ადამიანების კეთილდღეობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
განვითარებად ქვეყნებში ვხედავთ, რომ ახალი ტიპის საბანკო დაწესებულებები იქმნება, რომლებიც არა საკუთარი ფიზიკური წარმომადგენლობით, არამედ მხოლოდ ონლაინ წარმომადგენლობით ოპერირებენ და ამ მიმართულებით გაკეთებული ეკონომიის შედეგად აქვთ შესაძლებლობა, რომ მცირე მეწარმეებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი სესხები შესთავაზონ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ რასაც ვხედავთ, არის აქამდე არარსებული – საფინანსო ტექნოლოგიების ონლაინ აუთსორსინგის სერვისები. კომპანიები შედარებით გამოუცდელ ბიზნესებს ფინანსებსა და ხარჯთაღრიცხვაში ეხმარებიან, ამ მომსახურების საფასური კი არის უფრო ხელმისაწვდომი, ვიდრე ამ კომპანიებისთვის ანალოგიური სამუშაოს შემსრულებელი ფინანსისტის დაქირავება იქნებოდა.
მომხმარებელზე ორიენტირებულობა:
მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნესმოდელი წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღებია. გასულ წელს მე ინდონეზიაში ვიყავი, სადაც ვნახე ერთი სტარტაპი სახელად Go-Jek. კომპანია მომხმარებლებს სატრანსპორტო, ფინანსურ და ლოგისტიკურ სერვისებს სთავაზობს. Go-Jek-ი განვლილ ერთ წელში ისე გაიზარდა, რომ ის დღეს ერთ მილიონამდე ადამიანს აძლევს კლიენტებთან დაკავშირების შესაძლებლობას.
სახელმწიფოებმა მეწარმეობა პასუხისმგებლიანი და ინკლუზიური გზებით უნდა წაახალისონ:
მნივნელოვანია, რომ რეგულატორებმა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, სწრაფად აუწყონ ფეხი ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებს და დაუკვირდნენ, ხომ არ იქცევა წარსულში მიღებული წესები დღეს დასაქმებისა და განვითარების შემაფერხებლად? – ამავდროუალდ, რეგულატორებმა უნდა დაიცვან მომხმარებელთა უფლებები და ამასთანავე, მთლიანი სისტემები, რომლებიც მომხმარებლებს, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს აერთიანებთ. ამ მიზნის მიღწევისთვის კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანიც და აუცილებელიც.
რეგულატორების ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ შეიქმნას თანაბარი ბიზნესგარემო. ამასთანავე, ახალი ტექნოლოგიების განვითარებას თან არაერთი გამოწვევა სდევს, ეს ცვალებადი და აქამდე არარსებული ბაზრების სწორი რეგულირების მოდელის შერჩევაა. ციფრულ სამყაროში ცალკეული კომპანიების მიერ საბაზრო კონცენტრაცია და დომინირება ნამდვილად გამოწვევას წარმოადგენს. ვხედავთ რომ იქმნება სრულიად ახალი ციფრული ბაზრები და სივრცეები, რომლებიც აქამდე არ არსებობდა, შესაბამისად არ არსებობდა ინფრასტრუქტურა და წესები, რომლებიც მათ დაარეგულირებდა. ამ ახალ ბაზრებზე კი შესაძლოა აღმოცენდნენ მონოპოლიები და ოლიგოპოლიები. რეგულატორებმა კი სწორედ ამგვარი რისკების შემცირებაზე უნდა იზრუნონ. რათა თავიდან იქნეს არიდებული საბაზრო კონცენტრაცია.
თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტის შესასრულებლად აუცილებელია, რომ ჩვენ გვქონდეს რამდნეიმე ძირითადი წინაპირობა დაკმაყოფილებული. მათგან გამოვარჩევდი კიბერუსაფრთხოებას – რაც მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცულობას გულისხმობს, ფინანსური და IT წიგნიერება და ხელმისაწვდომობა თავისუფალ კავშირგაბმულობაზე.
მეწარმეობა უნდა იყოს ინკლუზიური, განსაკუთრებუთ კი ქალებისთვის. ადამიანის ცოდნა და უნარები არ არის დაკავშირებული მის გენდერულ კუთვნილებასთან, მაგრამ დღევანდელ რეალობაში კაპიტალზე წვდომა და შესაძლებლობები, რომლებიც ადამიანებს ეძლევათ, სამწუხაროდ გენდერთან არის კავშირში, რის გამოც ის ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი არაა. აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საშუალოდ ქალების მიერ დაფუძნებული კომპანიები, იღებენ უფრო ნაკლებ დაფინანსებას, თუმცა ქალების მიერ შექმნილი ბიზნესების ამონაგები საშუალოდ ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მათი კაცი კოლეგების მიერ დაფუძნებული ბიზნესებისა.
ნიდერლანდებში იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც ვენჩერული კაპიტალი მოიზიდეს, მხოლოდ 8%-ში არიან ქალები აღმასრულებელ თანამდებობებზე.
მეხუთე და საბოლოო საკითხი, რაზეც მინდა რომ თქვენი ყურადღება მივაპყრო არის სტრატეგიული პარტნიორობის აუცილებლობა.
მაგალითად მინდა მოგიყვეთ ნორვეგიული ტელეკომუნიკაციების კომპანია Telenor-ის, უნილევერისა და პეპსის პარტნიორობით პაკისტანში განხორციელებული პროექტის შესახებ. პროგრამის მიზანს პაკისტანის მიკრო ბიზნესის ხელშეწყობა და მცირე სავაჭრო სუბიექტებისტვის ციფრული გადახდების დანერგვაში დახმარება იყო. გაციფრულების პროექტის დანერგვის შემდეგ, გამჭვირვალე გახდა ამ ბიზნესების საქმიანობა, რაც შემდგომში თავად ამ კომპანიებს დაეხმარა, რათა მიეღოთ განვითარებისთვის აუცილებელი კრედიტები. შესაბამისად, ამან უზრუნველყო მცირე ბიზნესების გაზრდილი შემოსავალი და თავად ჩართული კომპანიების გაზრდილი შემოსავალი. სწორედ ასეთი კროს-სექტორული პარტნიორობის მნიშვნელობების ხაზგასმა უნდა მოხდეს და წახალისდეს.”
დატოვე კომენტარი