Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის დეკემბერში ბათუმში 1,203 ერთეული საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ამავე თვესთან შედარებით 33%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ბაზრის მოცულობა 31%-ით, 55 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.
2022 წლის დეკემბერთან შედარებით, გასულ თვეში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 33%-იანი კლება დაფიქსირდა, ძველი პროექტების შემთხვევაში კი გაყიდვები 35%-ით შემცირდა.
Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2023 წელს ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.