დეკემბერში Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა გასულ ორ წელში პირველად შემცირდა

დეკემბერში Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა გასულ ორ წელში პირველად შემცირდა

PMCG-ის თანახმად, 2023 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში Jobs.ge-ზე 42,362 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობამ 5,227 შეადგინა, რაც ნოემბერთან შედარებით 23.9%-ით ნაკლებია. წლიურად კი რაოდენობა 2.4%-ით შემცირდა, რაც ორი წლის განმავლობაში პირველად მოხდა.

Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა

წყარო: PMCG

ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 11,077 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში, რაც წლიურად 6.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 33.1%-ით მეტია.

9,949 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდის მაჩვენებელზე 10.3%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 35.7%-ით მეტია.

6,598 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში. წლიური ზრდა 12.4%-ია, ხოლო 2021 წლის ივლისი-დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით – 59%.

Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით

წყარო: PMCG