ამერიკული ავიაკომპანია Delta Airlines-ი აცხადებს, რომ პირბადის რეგულაციების დარღვევისთვის 400-ზე მეტი მგზავრი რეისიდან მოიხნა. ამის შესახებ CNN წერს.
“ამ კვირაში, Delta Airlines-მა კიდევ 460 უპირბადო მგაზვრი დაამატა თავის შავ სიას,” – განაცხადა Delta-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, აგვისტოში, Delta-მ დაახლოებით 270 მგზავრი დაამატა ე.წ შავ სიას. პირბადის ტარების რეგულაცია კომპანიამ 4 მაისს შემოიღო. სახელმწიფოსგან გაცემული რეგულაციების ნაკლებობიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ყველა უდიდესმა ავიაკომპანიამ შემოიტანა პირბადის ტარების მანდატი. თუმცა, ავიაკომპანიებს შორის მგზავრებზე ინფორმაცია არ იცვლება და კონფიდენციალური რჩება. ამიტომაც, მაგალითად Delta-ს შავ სიაში მყოფ მგზავრს მაინც შეუძლია American-ის რეისის ბილეთების შეძენა და პირიქით.
შეგახსნებეთ, მიმდინარე თვეში ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტომ განაცხადა, რომ პანდემიის დროს მოგზაურობა კოვიდ-19-ის გავრცელებას აადვილებს. თუმცა, ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, CDC იუწყება, რომ აუცილებელია პირბადის ტარება.
დატოვე კომენტარი