Deutsche Bank-ის CEO: "უამრავ კომპანიას შემცირებული გაყიდვებით მუშაობა კიდევ დიდხანს მოუწევს"

Deutsche Bank-ის CEO: "უამრავ კომპანიას შემცირებული გაყიდვებით მუშაობა კიდევ დიდხანს მოუწევს"

Deutsche Bank-ის აღმასრულებელი დირექტორის მოსაზრებით, მსოფლიო ეკონომიკა პრეპანდემიურ მაჩვენებლებს კიდევ დიდი ხანი ვერ დაუბრუნდება. 

მარტში დაწესებული საკარანტინე ზომების შედეგად ევროპაში ბიზნესმა მძაფრი ვარდნა განიცადა, თუმცა ნაწილობრივ აღდგა რეგულაციების შემსუბუქების შემდგომ. მსგავსი თანმიმდევრობა აშშ-იშიც შეიმჩნევა. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ახალი შეზღუდვები, რეგულაციები და კარანტინი დაწესდა, ან თუნდაც ვაქცინა ვერ შეიქმნა დროულად, ეკონომიკის აღდგენითი პროცესი შეწყდება და დიდი ხანი აღარ გაგრძელდება.

“ჩვენი ძველი ეკონომიკური სიძლიერის თავიდან მოპოვებას უფრო დიდი ხანი სჭირდება, ვიდრე ჩვენ ამას ვვარაუდობთ. უამრავ კომპანიას მოუწევს შემცირებული გაყიდვებით მუშაობა კიდევ დიდ ხანს. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ეკონომიკურ სიტუაციებს, სადაც გვექნება აღდგენა, თუმცა, ნაბიჯ-ნაბიჯ და არა ყველა ინდუსტრიაში”, – აცხადებს Deutsche Bank-ის CEO კრისტიან სიუინგი.

პანდემიამ კატასტროფული გავლენა იქონია ტურიზმზე. ანალიტიკოსები იმასაც კი ეჭვობენ, რომ სასტუმრობისა და სხვა ტურისტული ობიექტების დროებითი მხარდაჭერისთვის ეს ზაფხული საკმარისი არ იყო. გარდა ამისა, სახელმწიფოები მასტიმულირებელი ზომების შემცირებასაც აპირებენ, რაც მრავალი კომპანიისა და თანამშრომლისთვის დიდ რისკს წარმოადგენს.

“პრეკრიზისულ დონემდე მიღწევა რთული იქნება, ეს ამ წელს არ მოხდება, არც შემდეგ წელს”, – აღნიშნა გერმანული ბანკის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, ეკონომიკის ცალკეული მიმართულება მხოლოდ 70-90%-ით ოპერირებას შეძლებს. 

გარდა ამისა, კრისტიან სიუინგი ამბობს, რომ ჯანდაცვასთან დაკავშირებული კრიზისის გამო, სხვა ეკონომიკური გამოწვევების განხილვა არ ხდება, მათ შორის “ბრექსითთან” დაკავშირებული საფრთხეების, დაბალი საპროცენტო განაკვეთების გავლენების და აშშ-ისა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო დავის, რასაც მთელ მსოფლიოზე აქვს გავლენა.

CNBC

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *