31 მარტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურში გაიმართა პრესკონფერენცია დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2014 წლის 1 აპრილიდან შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე აქტიურდება დეკლარირების სპეციალური ფორმა, რომლის შევსებითაც იწყება დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით, თუ თქვენს მიერ 2013 წელს მიღებული დასაბეგრი ხელფასი არ აღემატება 6000 ლარს, უფლება გაქვთ გამოქვითოთ დაუბეგრავი მინიმუმი 1800 ლარი და მოითხოვოთ აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება.
მაგალითად, თუ თქვენს მიერ 2013 წელს ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 1800-დან 6000 ლარია, მოცემულ შემთხვევაში უფლება გაქვთ დაიბრუნოთ 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, მოცემულ შემთხვევაში დაბრუნებას ექვემდებარება კონკრეტული თანხის 20 პროცენტი.
ამ მიზნით, 2014 წლის 1 აპრილიდან თქვენ საშუალება გექნებათ შეავსოთ დეკლარაცია. პირადი ნომრის მითითებით აღმოაჩინოთ სარგებლობთ თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შეავსოთ ელექტრონული დეკლარაცია და შეიტყოთ თქვენთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა.
თუ თქვენ არ მიეკუთვნებით დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა რიცხვს დეკლარაციაში პირადი ნომრის მითითების შემდგომ თქვენ ვეღარ განაგრძობთ დეკლარაციის შევსებას და აღნიშნულის თაობაზე გეცნობებათ.
დეკლარირება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით ან/და მითითებულ საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, თქვენს მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაგიბრუნდებათ დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა “დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ” დეკლარაციის რეგისტაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
დატოვე კომენტარი