დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 10 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4405 შეადგინა. ეროვნული ბანკი დოლარს ლარის კურსის გამყარების ტემპის შესანელებლად ყიდულობს. ამასთან, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებს ზრდის.
ეროვნულმა ბანკმა 10 მლნ დოლარი 28 ივნისსაც შეიძინა. 2018 წელს კი ჯამში 60 მლნ დოლარი აქვს შესყიდული.
ლარის კურსის ცვლილებას გარკვეული სეზონური ხასიათ აქვს, გაზაფხულ-ზაფხულში გამყარების ტენდენციით ხასიათდება, ხოლო შემოდგომიდან მნიშვნელოვნად უფასურდება. ეროვნული ბანკის ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე სწორედ აღშნული სეზონურობის კურსზე გავლენის შემცირებისკენაა მიმართული.
დატოვე კომენტარი