დღეს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის არჩევნები იმართება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს UNWTO-ს პრეზიდენტობის კანდიდატად ისევ ზურაბ პოლოლიკაშვილი ჰყავს წარდგენილი.
ამ წუთებში UNWTO-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომლის შემდეგ, თბილისის დროით 15:00 საათზე არჩევნები გაიმართება.
ცნობისთვის, ზურაბ პოლოლიკაშვილი ორგანიზაციის გენერალურ მდივნად 2017 წლის 12 მაისს აირჩიეს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ტურიზმისთვის უმძიმესი გამოწვევა COVID-19-ის კრიზისს უკავშირდება.
დატოვე კომენტარი