ბრიტანელი სპეციალისტები კოვიდ-19-ის გამომწვევი მიზეზების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის ახალი კვლევებს იწყებენ. სპეციალისტების განცხადებით, კვლევების მთავარი მიზანი კოვიდ-19-ით ინფიცირების შემდგომ, პაციენტების 10-20%-ში ქრონიკული სიმპტომების შენარჩუნების მიზეზის დადგენაა.
ჯანდაცვის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიერ 19.6 მილიონი ფუნტის ღირებულების 15 ახალი პროექტი განხორციელდება. სპეციალისტები შეისწავლიან სხვადასხვა ორგანოზე, მათ შორის ტვინზე, ფილტვებსა და კუნთებზე, კოვიდ-19-ით გამოწვეული სიმპტომების გრძელვადიან გავლენას.
სპეციალისტები აღნიშნულ კვლევებს განსაკუთრებული ინტერესით ეკიდებიან, რადგან სამომავლოდ პანდემიისაგან თავი უფრო მარტივად დავიცვათ. მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის ახალი სახეობების წარმოქმნასთან ერთად, სახელმწიფოების მიერ შეზღუდვები მსუბუქდება, რამაც შესაძლოა ინფექციის გავრცელების მატება გამოიწვიოს.
პროგრამის ყველაზე დიდი პროექტი დაახლოებით 4,500 ადამიანს და 6,8 მილიონი ფუნტის ინვესტიციას მოიცავს. აღნიშნულ პროექტს სათავეში ლონდონის უნივერსიტეტი უდგას. მეცნიერები სხვადასხვა ფარმაცევტული პროდუქტის კოვიდინფექციების სამკურნალოდ გამოყენებას იკვლევენ. პროექტი როგორც კოვიდის უშუალო სიმპტომების, ასევე ამ მიზეზით წარმოქმნილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამთვიან მკურნალობას გულისხმობს. ამას გარდა, კვლევის მიზანია, სამსახურში დაბრუნების შემდგომ, მოსახლეობაზე კოვიდ-19-ის სიმპტომების გავლენა შეისწავლოს.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს ვირუსის სიმპტომები. კოვიდ-19-ით ინფიცირებიდან 12 კვირის შემდგომაც აღენიშნება. კვლევის ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი შემთხვევები გავლენას ახდენს როგორც პაციენტზე, ასევე ეკონომიკასა და ჯანდაცვის სექტორზე. მხოლოდ ბრიტანეთში, კოვიდპანდემიასთან საბრძოლველად დამატებით 80 ახალი კლინიკა დაარსდა, თუმცა შედეგებმა ცხადყო, რომ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო პანდემიასთან ეფექტიანი გამკლავებისთვის.
ლონდონის უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს კიდევ ერთ პროექტს, რომელიც პროგრამის ფარგლებში კოვიდ-19-ის ტვინზე გავლენას იკვლევს. მთავარი სპეციალისტის, დენის ჩენის, განცხადებით, ტვინზე კოვიდის გავლენა პირდაპირ მოქმედებს სამსახურში დაბრუნების შემდგომ ადამიანების ცხოვრებაზე და მათ შრომისუნარიანობას მნიშვნელოვანწილად აქვეითებს.
ხოლო რაც შეეხება ოქსფორდის უნივერსიტეტს, მის მიერ წარმართული კვლევა კოვიდ-19-ის ფილტვებზე გავლენას სწავლობს. უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული მეთოდის შედეგად დადგინდა, რომ კოვიდგადატანილი პაციენტების ნაწილს სუნთქვის უკმარისობა აწუხებს. აღსანიშნავია, რომ აქამდე არც ერთ ჩატარებულ კვლევას მსგავსი შედეგი არ მოუცია.
გარდა ზემოთ აღნიშნული პროექტებისა, ინვესტიციის ფარგლებში დამატებით ორი კვლევაც ჩატარდება. აქედან ერთი კოვიდგადატანილ პაციენტებში თვითგამომუშავებულ ანტისხეულებს აღმოაჩენს და გამოიკვლევს. ხოლო მეორე კვლევის მიზანი კოვიდის წინააღმდეგ ყველაზე გრძელვადიანი და ეფექტიანი ვაქცინის შექმნაა.
დატოვე კომენტარი