Financial Times-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის კონკურენციის მარეგულირებელი სავარაუდოდ Meta–ს ონლაინ GIF პლატფორმის Giphy-ის შეძენას უახლოეს დღეებში დაბლოკავს.
განცხადების მიხედვით, კონკურენციისა და ბაზრის მარეგულირებელი ორგანო გარიგების გაუქმებას გეგმავს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც დიდი ბრიტანეთის დამკვირვებელი Big Tech-შესყიდვას გააუქმებს.
მარეგულირებელმა ოქტომბერში ამერიკული სოციალური მედიის გიგანტი Facebook-ი, ახლა უკვე Meta, 50,5 მილიონი გირვანქა სტერლინგით (67,35 მილიონი აშშ დოლარი) ბრძანების დარღვევისთვის დააჯარიმა, რომელიც გამოძიების დროს GIF პლატფორმის Giphy-ის შეძენასთან დაკავშირებით დაწესდა.
კონკურენციისა და ბაზრის ორგანომ (CMA) განაცხადა, რომ Facebook–მა განზრახ არ შეასრულა მათი მითითება და ჯარიმა ამ შემთხვევაში გაფრთხილება იყო იმისა, რომ არცერთი კომპანია არ დგას კანონზე მაღლა.
დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, Facebook-მა მათ ვერ მიაწოდა სრული განახლებები Giphy-თან კონკურენციის გაგრძელების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ Facebook-მა გასული წლის მაისში იყიდა Giphy, ანიმაციური სურათების ან GIF-ების შექმნისა და გაზიარების ვებსაიტი, რათა იგი Instagram-თან გაეერთიანებინა. მაშინ გარიგება Axios-მა $400 მილიონად დააფიქსირა.
Meta Platforms-მა და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა კომენტარის გაკეთებისაგან ჯერჯერობით თავი შეიკავეს.
დატოვე კომენტარი