ნავთობქიმიკატების მაგნატი, სერ ჯიმ რეტკლიფი მონაკოში გადავიდა, რითაც გადასახადებში სავარაუდოდ £4 მილიარდს დაზოგავს. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.
Guardian-ს თუ დავუჯერებთ, ნავთობქიმიკატების ქარხნის, – Ineos-ის დამაარსებელი და მთავარი აღმასრულებელი გადასახადებისაგან თავისუფალ ქალაქ-სახელმწიფოში გადასახლდა.
ცნობისთვის, ადამიანები, რომლებიც მონაკოში წლის განმავლობაში 183 დღეს ატარებენ, არანაირ საშემოსავლო ან ქონების გადასახადს არ იხდიან. სამაგიეროდ, გაერთიანებულ სამეფოში, პირებს, რომელთა შემოსავალიც £150,000-ს აღემატება, ყველაზე მაღალ გადასახადს – 45%-ს იხდიან.
Sunday Times-ის გადასახადების სიის მიხედვით, რეტკლიფი გაერთიანებული სამეფოს სიდიდით რიგით მესამე გადამხდელია, მან £110 მილიონი დაფარა 2017-2018 წლებში.
ის პირველი ბრიტანელი არ გახლავთ, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. მსგავსი გადაწყვეტილებები Topshop-ის მფლობელმა ფილიპ გრინმა და კიდევ რამდენიმე მდიდარმა ადამიანმაც მიიღო.
რეტკლიფის, ქონება, რომელიც კომპანია Ineos-ის 60%-ს ფლობს, Bloomberg-ის მილიარდელთა ინდექსის მიხედვით, 2019 წლის იანვრიდან (£9,5 მილიარდი) დღემდე (£17,5 მილიარდი) საგრძნობლად გაიზარდა.
დატოვე კომენტარი