დიდი ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დუბაის მმართველს ყოფილი მეუღლისათვის $730 მილიონის გადახდა დაევალა

დიდი ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დუბაის მმართველს ყოფილი მეუღლისათვის $730 მილიონის გადახდა დაევალა

დუბაის მმართველ შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმს თავისი ყოფილი მეუღლის, პრინცესა ჰაია ალ-ჰუსეინისათვის $730 მილიონის გადახდა დაევალა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი განქორწინებაა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს ოდესმე გამოუცხადებია.

აღნიშნული საურავი პრინცესა ჰაიას უსაფრთხოების ხარჯების დასაფარავად იქნება გამოყენებული, ასევე წყვილის ორი შვილის ალ ჯალილა ბინტ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმისა და შეიხ ზაიდ ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის მიმდინარე ხარჯების დასაფარავად. თავდაპირველად შეიხს სამი თვის ვადაში $333 მილიონის გადახდა მოუწევს.

ფიქსირებული ღირებულება მთლიან ანგარიშსწორებაზე არ არსებობს, რადგან სასამართლოს დადგენილებით, შეიხ მუჰამედმა თავის ორ შვილს სიცოცხლის ბოლომდე ან ახალი სასამართლო დადგენილების გამოცემამდე უნდა გადაუხადოს უსაფრთხოების ხარჯები.

სამშაბათს გამოქვეყნებულ დასკვნაში მოსამართლე მურმა აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე პრინცესა ჰაიასა და მათ შვილებს სწორედ შეიხ მუჰამედისაგან ემუქრებათ.

გადაწყვეტილება გამყარებულ იქნა ფაქტებით, რაც ადასტურებდა შეიხის მხრიდან პრინცესა ჰაიას დაშინების ფაქტებს. შეიხი პრინცესას და მის თანამშრომლებზე თვალთვალის მიზნით, ისეთ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებს იყენებდა, რაც მხოლოდ მთავრობებისათვის არის ხელმისაწვდომი.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, შეიხ მუჰამედის სპიკერმა განაცხადა, რომ შეიხი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილები უზრუნველყოფილი იქნებოდნენ. შეიხი მედიას მოუწოდებს, პატივი სცენ მისი შვილების კონფიდენციალურობას. სხვა დამატებითი კომენტარის გაკეთებას შეიხი ამ ფაქტთან დაკავშირებით არ აპირებს.

განქორწინების შეთანხმება დაშორებულ წყვილს შორის მრავალწლიანი ბრძოლის ბოლო ეტაპს წარმოადგენს, რომლის დროსაც დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ შეიხ მუჰამედმა გამოიყენა თავისი „უზარმაზარი სიმდიდრე, პოლიტიკური ძალა და საერთაშორისო გავლენა“ დაშინებისა და გაჩუმების მცდელობაში.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მარტში გამოტანილმა ცალკეულმა განჩინებამ დაასკვნა, რომ შეიხ მუჰამედმა თავისი ორი ქალიშვილი გაიტაცა და ისინი იძულებით დააბრუნა დუბაიში.

მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, შეიხმა არაერთხელ უარყო საქმეში წამოჭრილი ყველა ბრალეულობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *