Disney-ი თემატური პარკებიდან სავარუდოდ 28 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს. აღნიშნული კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, Disney-ის თემატურმა პარკებმა დღემდე ვერ მოახერხეს დაბრუნებოდნენ მუშაობის ჩვეულ რითმს და ლიმიტირებული რეჟიმით აგრძელებენ მომსახურებას.
Disney-ის თემატური პარკების ხელმძღვანელის ჯოშ დამაროს განცხადებით, კომპანიას რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს თანამშრომლების და მათი ანაზღაურების შემცირებასთან დაკავშირებით, რადგან მათ მილიარდობით დოლარის შემოსავალი დაკარგეს.
“ვიმედოვნებთ, რომ ეს მდგომარეობა დროებითია და მალე დავუბრუნდებით პანდემიამდელ მდგომარეობას“,- განაცხადა ჯოშ დამარომ.
შეგახსენებთ, Disney-იმ თემატური პარკები მარტში დახურა და მოგვიანებით კალიფორნიასა და ჩინეთში გახსნა, მაგრამ კალიფორნიის პარკმა ფუნქციონირება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პარალელურად ისევ შეაჩერა.
მეორე კვრატლის ბოლოს კომპანიის ზარალმა $1 მლრდ შეადგინა, ხოლო მესამე კვარტლის ბოლოს Disney-ის ზარალი $3.5 მლრდ-მდე გაიზარდა.
დატოვე კომენტარი