Disneyland-ის გახსნა აშშ-ში 17 ივლისს აღარ იგეგმება. ამის შესახებ Walt Disney-მ განაცხადა. კომპანიის ინფორმაციით, ჯერ არ იციან ზუსტად როდის აღადგენენ მუშაობას და ეს დამოკიდებული იქნება ქვეყანაში ეპიდვითარებაზე. ანაჰაიმისა და კალიფორნიის პარკები პანდემიის გამო მარტის შუა რიცხვების შემდეგ დახურულია. დაგეგმილი იყო, რომ მათ 17 ივლისს Disney-ის 65–ე წლისთავზე გახსნიდნენ. თუმცა, აშშ-ში კორონავირუსის დღიური შემთხვევები კვლავ გაიზარდა.
შეგახსენებთ, Disney-მ ჩინეთში, შანხაის პარკი 11 მაისს გახსნა, ასევე საშოპინგო და სარესტორნე ნაწილი ორლანდოში 20 მაისს ამუშავდა. გახსნილია ჰონგ-კონგის Disneyland-იც.
კალიფორნიაში კი ათობით პროფკავშირმა, რომელიც Disneyland-ის 17 000 თანამშრომელს აერთიანებს გუბერნატორ გევინ ნიუსომს წერილი გაუგზავნა, სადაც ისინი ამბობენ, რომ თემატური პარკების გახსნა არ იქნება უსაფრთხო. გუბერნატორის ადმინისტრაცია Disneyland-ის პარკების გახსნის გადავადებას მხარს უჭერს.
დატოვე კომენტარი