Wall Street-ის ანალიტიკოსების მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემები გვიჩვენებს, რომ Disney+ აბონენტების რიცხვი რეკორდული მაჩვენებლებით იზრდება.
როგორც ისინი აღნიშნავენ, Disney+ ასეთი პოპულარულობა შეღავათიანმა სამომხმარებლო ფასებმა განაპირობა. აღმოჩნდა, რომ კომპანია მარტივად უწევს კონკურენციას თვით Netflix-საც კი, იმ კონტენტით რომელსაც აბონენტებს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას პირველივე დღიდან 10 მილონამდე გამომწერი უფიქსირდება და როგორც Google-ი აცხადებს, Disney+ ყველაზე ხშირად მოძებვნადი პროქუქტია აშშ-ში 2019 წელს.
როგორც CNBC აღნიშნავს, არანაკლებ მოთხოვნადია დისნეის+ აპლიკაცია Apple-ის და Google-ის APP Store-ში. კომპანია Apptopia აცხადებს, რომ 22 მილიონჯერ იქნა ჩამოტვირთული აპლიკაცია მობილური მოწყობილობებით.
უნდა აღნიშნოს, რომ Netflix-ის აქციებზე ფასები თითქმის 2%-ით შემცირდა, მაშინ როცა დისნეის აქციებზე ფასი 6%-ით გაიზარდა. ხოლო მოცემული პროგნოზებით, Netflix-ი სავარაუდოდ 4 მილიონ აბონენტს დაკარგავს აშშ-ში, თუკი კომპანია ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადს 9-16 დოლარის ფარგლებში შეინარჩუნებს.
წყარო: Forbes
დატოვე კომენტარი