განსხვავებული არქიტექტურული კონცეფცია, მრავალწლიანი ნარგავებით შექმნილი კომპოზიცია, გამწვანებული ვერანდები, დომუსი, ჭავჭავაძის გამზირზე, ახალ საცხოვრებელ კომპლექსს – დომუსის ხეებს, შთამბეჭდავი ვიდეორგოლით აცნობს საზოგადოებას.
პროექტის შთაგონება ჭავჭავაძის გამზირზე არსებული სკვერის ლანდშაფტი გახდა. საცხოვრებელი კომპლექსი ხეთა ჯგუფს მოგაგონებთ. არქიტექტურული კომპოზიცია სამი სხვადასხვა ტონალობისა და სიმაღლის შენობისგან შედგება. განსხვავებულია შენობის ინტერიერიც. დიზაინში შეხვდებით ხის ვერტიკალურ ელემენტებსა და ბუნებრივ ტექსტურებს. თითოეულ სართულზე ორანჟერეა მოეწყობა. შიდა, საერთო სივრცეების დიზაინში ირაკლი გამრეკელის გენიალური შემოქმედება გაცოცხლდება, რაც საცხოვრებელ კომპლექსს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ეს ყველაფერი, დიდი ვიტრაჟების საშუალებით, ჰარმონიულად ერწყმის ექსტერიერის მწვანე კონცეფციას.
„დომუსს ვენდობი თვალდახუჭული“ – ახალი საიმიჯო ვიდეორგოლის მთავარი გზავნილია.
მთავარი გმირი თვალდახუჭული ეშვება კომფორტში, სიმწვანესა და შთამაგონებელ სივრცეში, რაც ხაზს უსვამს მომხმარებლის მოთხოვნილებებით შთაგონებულ საცხოვრებელ გარემოს – „დომუსის ხეებს“.
“მინდობა (Trust Fall) არის უტყუარი ნდობის გამოხატვა, როდესაც ადამიანი გამიზნულად ეშვება უკან – ენდობა მას, ვინც იცის, რომ აუცილებლად დაიჭერს. ვიდეოს არსი, სწორედ ამ ნდობას ეფუძნება – გვსურს გადმოგცეთ, თუ რამდენად ძვირფასი შეგრძნებაა, როდესაც ბრენდს, ასევე თვალდახუჭული ენდობი და რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც გაქვს შესაძლებლობა მოეშვა, განიტვირთო და კონცენტრირდე მხოლოდ საკუთარ სურვილებზე, ვინაიდან დომუსი, ქმნის შენი მოთხოვნილებებით შთაგონებულ საცხოვრებელ გარემოს, სადაც ყველა დეტალი გათვალისწინებულია რაც გსურს. როდესაც ენდობი დომუსს, ენდობი სწორედ იმ ადამიანებს, ვინც ამ ბრენდს ქმნის: არქიტექტორებს, მშენებლებს, მხატვრებს… მადლობა, რომ გვენდობი“ – აღნიშნავს დომუსის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტატიანა ქათამაძე.
დომუსი პროექტების შექმნისას პირველ ადგილზე მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს აყენებს. სწორედ ამიტომ, ვიდეორგოლის ვიზუალიზაცია აგებულია ადამიანის შეგრძნებებზე, რომელიც სახლთან დაკავშირებულ ემოციებს უკავშირდება. აქცენტები ნდობაზე, კომფორტზე, სიმწვანესა და შთაგონებაზეა დასმული, ვინაიდან დომუსის ხეები ჭავჭავაძეზე არის ადგილი, სადაც გელოდება სიმშვიდე და ბუნებასთან სიახლოვე ქალაქის შუაგულში.
არქიტექტურული პროექტის ავტორი – Dephani
სარეკლამო ვიდეო რგოლზე იმუშავეს კრეატიულმა და ფროდაქშენ სააგენტოებმა – Leavingstone & Enkeny Films
დომუსის შესახებ
დომუსი 2006 წლის 21 სექტემბერს დაარსდა. კომპანიის მისიაა, შექმნას გარემო, სადაც თითოეული ადამიანი თავს ჰარმონიულად იგრძნობს. დომუსი განუწყვეტლივ მიისწრაფვის სრულყოფილებისკენ და მისი მთავარი ღირებულებებია ხარისხი, ინოვაციები და მწვანე არქიტექტურა. კომპანიაში სჯერათ, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრება ხანგრძლივი სიცოცხლის წინაპირობაა.
დაარსების დღიდან, დომუსი ქმნის ინოვაციურ სამშენებლო პროექტებს, სადაც მომხმარებლის ყველა სურვილი და საჭიროებაა გათვალისწინებული. გამორჩეული არქიტექტურული იერსახე და ინტერიერი, ფუნქციონალურობა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები დომუსის სამშენებლო პროექტების და მისი მობინადრეების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
დომუსი – სიცოცხლის ენერგიით და ადამიანის შთაგონებით შექმნილი არქიტექტურა.