მას შემდეგ, რაც Netflix-ის სპორტულმა დოკუმენტურმა სერიალმა „Formula 1: Drive to Survive“ გასაოცარ წარმატებას მიაღწია, კომპანია სპორტული მიმართულებით საკუთარი წარმოების გაფართოებას გეგმავს: სულ მალე, სერიალები გამოვა როგორც გოლფის წლევანდელ ჩემპიონატებზე, ასევე ჩოგბურთის უმაღლესი რანგის ტურნირებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას სერიალში, მოსალოდნელია, რომ კომპანიასთან წამყვანი მოთამაშეები ითანამშრომლებენ.
აღსანიშნავია, რომ Netflix-მა ხელშეკრულებები გააფორმა როგორც ATP-სა და WTA-სთან, ასევე ოთხივე „დიდი სლემის“ ტურნირის ორგანიზატორებთან. საინტერესო კი ის არის, რომ დოკუმენტური სერიალის გადაღება „ავსტრალიის ღია პირველობაზე“, უკვე დაიწყო, რაც მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა სერიალში ნოვაკ ჯოკოვიჩის ვაქცინაციის გარშემო დაწყებული საგის დეტალებიც ვიხილოთ.
Netflix-ის დოკუმენტური სერიალი „Drive to Survive“ გასაოცრად წარმატებული აღმოჩნდა, რის მერეც ავტოსპორტი უამრავმა ადამიანმა შეიყვარა – მოსალოდნელია, რომ ამგვარი შედეგი ელის გოლფისა და ჩოგბურთის თემატიკაზე გადაღებულ სერიალებს.
დატოვე კომენტარი