დუბაის კულინარიული ფესტივალი იწყება

დუბაის კულინარიული ფესტივალი იწყება

დუბაის კულინარიული ფესტივალი (Dubai Food Festival – DFF 2024) ამ კვირიდან იღებს სტარტს. 19 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით ქალაქი 200+ მეტი ეროვნების სამზარეულოს კერად გადაიქცევა. ადგილობრივი კვების ობიექტებით დაწყებული მიშლენის ვარსკვლავების მქონე საერთაშორისო რესტორნების ჩათვლით, ფესტივალი ყველა გემოვნების ადამიანს შესთავაზებს შთამბეჭდავსა და აღსაფრთოვანებელ გემრიელობებს.

რეგიონის უმსხვილეს გასტრონომიულ დღესასწაულს ღონისძიებებით დატვირთული 23-დღიანი საინტერესო პროგრამა ექნება. რიგით მე-11 ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დუბაის რესტორნების კვირეული, Foodie Experiences, სპეციალური დეგუსტაციის მენიუები, ექსპერიმენტული ღონისძიებები, მასტერკლასები, ოთხი ხელიდან ვახშმები, აქცია – კერძი 10 დირჰამად, e& Beach Canteen, შეფ-მზარეულების მენიუები, გო’ე’მიოს (Gault&Millau) კულინარიული ინოვატორების ღონისძიება და სხვ.

წელს, ფესტივალის დაწყებამდე, დუბაის გარე კვების უნიკალური სცენების წარმოსაჩენად ახალბედა ფოტოგრაფებისთვის Food Focus Photography Competition ჩატარდა. ნამუშევრების მიღება უკვე დასრულებულია და ამჟამად კონკურსის ჟიური გამარჯვებულებს ავლენს.

ფესტივალის ორგანიზატორია დუბაის ფესტივალებისა და საცალო ვაჭრობის დაწესებულება (DFRE).

„დუბაის, როგორც გლობალური გასტრონომიული დანიშნულების ადგილის განსამტკიცებლად, რომელიც მომხიბვლელი გემოების მრავალფეროვნებით მთელ მსოფლიოს აღაფრთოვანებს, ყოველწლიურად კულინარიული ნიჭის საუკეთესო წარმომადგენლებს ვიზიდავთ მთელი მსოფლიოდან და როგორც მაცხოვრებლებს, ასევე ტურისტებს გასაოცარ კულინარიულ მოგზაურობას ვპირდებით.

წლევანდელი ფესტივალი, რჩეული კერძებისა და ახალი აქციების საინტერესო ნაზავით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური და შთამბეჭდავი კულინარიული მოვლენა იქნება და კვებისა და სასმელების მრეწველობაში დუბაის პარტნიორების მნიშვნელოვან როლს დაამოწმებს“. – აღნიშნა დუბაის ფესტივალებისა და საცალო ვაჭრობის დაწესებულების (DFRE) აღმასრულებელმა დირექტორმა აჰმედ ალ ხაჯამ.

კულინარიული ფესტივალის ფავორიტია დუბაის რესტორნების კვირეული. ქალაქის 60-ზე მეტი ყველაზე პოპულარული რესტორანი სპეციალურად შერჩეულ მენიუებს უკონკურენტო ფასად სთავაზობს სტუმრებს. ძვირადღირებული რესტორნებიც კი სტუმრებს ლანჩის მენიუს 125 AED დირჰამად, ხოლო ვახშამს – 250 AED სთავაზობს და კვირეულის ფარგლებში ყველას ეძლევა შანსი დააგემოვნოს ახალი კერძები, ან ხელახლა აღმოაჩინოს ძველი ფავორიტები და დარწმუნდეს დუბაის სახელგანთქმულ კულინარიულ მიღწევებში.

მონაწილე რესტორნებს შორისაა: Cargo, Hillhouse Brasserie, Couqley French Restaurant, Somewhere Galleria, Rhodes W1, Toro Toro by Chef Richard Sandoval და Carna By Dario Cecchini, ასევე საამიროების და არაბული სამზარეულოს სპეციალიზებული რესტორნები: როგორიცაა Al Khaima, Al Nafoorah და Arabian Tea House.

სტუმრებზე წარუშლელ გასტრონომიულ შთაბეჭდილებებს მოახდენს მიშლენისა (MICHELIN) და გო’ე’მიოს (Gault&Millau) მიერ აღიარებულ რესტორნები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის 2024 წლის 50 საუკეთესო რესტორნების სიაშია შეტანილი. მაგალითად, 21Grams, Carnival By Trèsind, Jun’s, Reif Kushiyaki, ROKA и UCHI მათი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

Green-MICHELIN-ის დაჯილდოებული Lowe და BOCA ასევე იღებს მონაწილეობას რესტორნების კვირეულში და სტუმრებს ეკოლოგიურად სუფთა კერძების სამყაროში ამოგზაურებს.

საერთო სახალხო ეიფორიას ყველასთვის საყვარელი ღონისძიება e& Beach Canteen ემატება, რაც 19 აპრილიდან 5 მაისამდე ჯუმეირას სანაპიროზე (სანსეტ მოლის უკან) მოეწყობა და მრავალფეროვან გასტრონომიულ შთაბეჭდილებებს, ცოცხალ შესრულებებსა და აქტივობებს შესთავაზებს სტუმრებს.

ფესტივალის ფლაგმანი ღონისძიება e& Beach Canteen სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოებისა და კულინარიული ოსტატობის ნამდვილი დღესასწაულია, რომელშიც შეფ-მზარეულები, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებთან ერთად, ჯანსაღი კვების ცხოვრების წესს უწევენ პოპულარიზაციას. e& Beach Canteen-ზე ყველა იპოვის სათავისო თავშესაქცევს. ბავშვები – გასართობ ზონას უამრავი სახალისო აქტივობით, 10 დირჰამად კერძებს, საოჯახო სემინარებისთვის გამოყოფილ სივრცეებს, ფიტნეს სესიებსა და კულინარიულ თეატრებს, შეფ-მზარეულების დემო შოუებს, გურმანებისთვის Shorts-ს და Shawarmas-ს – კულინარიული ფილმების ჩვენებებს და მრავალ სხვას.

კერძი 10 დირჰამად აქცია მათთვისაა, ვინც იაფად კვებას ეძებს, ოღონდ გემოსთან კომპრომისის გარეშე. აქცია ვრცელდება მთლიან DFF ფესტივალზე. ქალაქის მასშტაბით ასობით რესტორანი უგემრიელესი კერძების მრავალფეროვან ასორტიმენტს სულ რაღაც 10 AED-ად სთავაზობს მომხმარებლებს, მათ შორის, საფირმო კერძებსაც კი. აქციაში მონაწილეობს როგორც ძვირადღირებული სასადილოები, ისე გარე კვების ობიექტები, ეს ყველაფერი შეზღუდული დროით. მონაწილე რესტორნების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია Zomato-ზე.

DFF კალენდრის კიდევ ერთი ფავორიტია Foodie Experiences, ქალაქის სხვადასხვა ადგილას, საგულდაგულოდ შერჩეული მრავალფეროვანი კულინარიული კოლექციით, სადაც წარმოდგენილი იქნებიან დუბაის კვების ნოვატორები და საუკეთესო შეფ-მზარეულები. ეს ექსკლუზიური ღონისძიება მხოლოდ DFF-ის დროსაა ხელმისაწვდომი და მასტერკლასებს, შეფ-მზარეულების მაგიდებს, მზარეულების კოლაბორაციებსა და სხვა აქტივობებს აერთიანებს.

კულინარიულ ფესტივალს წელს ახალი კატეგორია 4 ხელით მომზადებული ვახშამი Four Hands Dinner დაემატა, სადაც საერთაშორისო შეფ-მზარეულები ადგილობრივ მზარეულებთან თანამშრომლობით სტუმრებს დაუვიწყარ გასტრონომიულ სიამოვნებას ჰპირდებიან. სტუმრები 3 კვირის განმავლობაში შეძლებენ, ყოველკვირეულად განსხვავებული კულინარიული თემატიკისა და თითოეულ კვირაში ნაირ-ნაირი გემრიელი კერძის დაგემოვნებას.

პირველი კვირა (19-26 აპრილი) მოიცავს Fine Dining გამოცდილებას ცნობილი რესტორნების ცნობილი შეფ-მზარეულების მონაწილეობით:

  • ოთხი ხელიდან ვახშამ Asil-ში, სადაც ბერძნული და არაბული სამზარეულოებია შერწყმული;
  • გამორჩეულ პიცებს ჯილდოს მფლობელი შეფ-მზარეულისგან Davide Civitiello (Bussola Pizzeria x);
  • Raia Restaurant & Lounge-ის შეფ-მზარეულების Sonu Koithara x Chef Greg Malouf დახვეწილ, რვა კერძიან ვახშამ, რომელშიც წარმოდგენილია ხმელთაშუა და ლიბანური გემოები;
  • შეფმზარეულის მაგიდა Alici-ში საუკეთესო ხიზილალის არჩევანით;
  • ღვინოსთან ექსკლუზიურად შეწყვილებული სადეგუსტაცი მენიუებBelcanto-სა და Il Borro ტოსკანურ ბისტროში;
  • საკონდიტრო მასტერკლას Josette-ში;
  • ექსპერიმენტული ღონისძიებარვა კერძიანი საიდუმლო მენიუთი სოკოებისდა სამხრეთ ამერიკული არომატებისგან, რესტორანში Seva Table შეფ კიკისთან (Chef Kiki) ერთად;
  • კულინარიული კოლაბორაციების სერიებს შეფებისგან Chef Kuv x Chef Andrea x Chef Esteban სასტუმროში 25h Hotel, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ექსპერიმენტული ლათინური Fusion სამზარეულო, ფრანგული, იტალიური და ბერძნული კულინარიული ოსტატობის დახვეწილი ნაზავი;
  • TimeOut Market უნიკალურ ღონისძიებაზე შეფ-მზარეულების ნათანისა და ემანუელის Chef Nathan x Chef Emanuele საიდუმლო ადგილას ერთ გუნდად შეკავშირებას.

მეორე კვირა (27 აპრილი – 4 მაისი) ოჯახურ კვებას, ხოლო მესამე კვირა (6 – 12 მაისი) ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გემრიელ სადილებს დაეთმობა.

1 მაისიდან 12 მაისამდე ფესტივალის პროგრამას სრულიად ახალი. შეფმზარეულის მენიუ ემატება. საგულდაგულოდ შერჩეული მენიუ მინიმუმ ხუთ კერძიანია. ღონისძიება გამორჩეულია თავისი ინტერაქტიური ხასიათით, სადაც სტუმრებს შეეძლებათ უშუალოდ ჩაერთონ მომზადების პროცესში, გაესაუბრონ კულინარიის ოსტატებს, გაეცნონ მათ შთაგონებასა და ტექნიკას.

შეფ-მზარეულის მენიუში წარმოდგენილი იქნებიან შეფ-მზარეულები შემდეგი რესტორნებიდან: Chef Ismawan (Adaliman), Chef Rahul Rana (Avatara), Chef Mehmet Gürs (Arrazuna), Chef de Cuisine Thierry Motsch (Brasserie Boulud), Chef Luca Criostelli (Cala Vista), Chef Marques Tone (COYA Dubai), Chef Alvin Leung (Demon Duck), Chef Andy Toh (Hakkasan Dubai), Chef Kelvin Cheung (Jun’s), Chef Alfredo Albergatore (L’Amo Bistrò del Mare), Chef Cesar Ulloa (La Mar by Gastón Acurio), Chef Mario Martinez (Leña, Chef Steve Nguyen of Ling Ling), Chef Rami Nasser (MINA Brasserie), Chef Frankie Yang Tao (Mott 32), Chef Damien Duviau (Nobu Dubai), Chef Tetsuya Wakuda (Sagetsu), Chef Roberto de Vivo (Sucre Fire Dining Dubai), Chef Pavel Li (Sumosan), Chef Taka და Chef Hisa (TakaHisa Japanese Restaurant), Chef David (Tàn Chá), Chef Paul Gajewski (The Guild), Chef Himanshu Saini (Trèsind Studio) და Chef Neha Mishra (Kinoya).

ფესტივალის პროგრამის კიდევ ერთი საინტერესო პუნქტია გო’ე’მიოს კულინარიული ინოვატორების (Gault&Millau Culinary Innovators) ღონისძიება, რომელიც წელს პირველად გაიმართება. ეს იშვიათი კულინარიული სანახაობა 3 ღამის განმავლობაში დუბაის 12 ყველაზე ცნობილ შეფ-მზარეულს მოუყრის თავს. ღონისძიება 25-დან 27 აპრილამდე The Space სასტუმროს რესტორანში ICD Brookfield Place გაიმართება ადგილობრივი შეფ-მზარეულების შთამბეჭდავი შემადგენლობით, მათ შორის: Grégoire Berger (Ossiano), Himanshu Saini (Trèsind Studio), Jason Atherton (Row on 45), Mohamad & Wassim Orfali (Orfali Bros. Bistro), Saverio Sbaragli (Al Muntaha), Kelvin Cheung (Jun’s), Roberto Torre (L’Atelier de Joël Robuchon), Takashi Namekata და Hisao Ueda (TakaHisa), Ruben Guerrero (99 Sushi Bar & Restaurant) და Tom Allen (Dinner by Heston Blumenthal), ასევე იქნება მოწვეული საერთაშორისო შეფ-მზარეული Michael van der Kroft (Tres in Rotterdam). ღონისძიება სტუმრებს უჩვეულო კულინარიულ ექსტრავაგანზას, 11-კერძიან სადეგუსტაციო მენიუს და გარე ტერასაზე ჯაზის ცოცხალ შესრულებას ჰპირდება.

სპეციალურად შერჩეული საფესტივალო პროგრამის გარდა, ფესტივალს დუბაის რესტორნები კულინარიულ დღესასწაულს საკუთარი განსაკუთრებული მენიუებით, კერძებით, უნიკალური შეთავაზებებითა და აქციებით უერთდებიან. ფესტივალის ღონისძიებებსა და აქტივობებს ასევე მასპინძლობს სასტუმროები და ატრაქციონები. ცალკეული აქციები, ფლეშ გაყიდვები და საინტერესო აქტივობები როგორც ონლაინ, ასევე დუბაის ცნობილი სავაჭრო ცენტრების მაღაზიებშიც გაიმართება. გურმანებს ასევე შეეძლებათ ღია ცის ქვეშ გასტრო-ბაზრობების მონახულება.

დუბაის მე-11 კულინარიულ ფესტივალი ტურისტებს გემოებით მდიდარ და ეპიკური მასშტაბების კულინარიულ მოგზაურობას ჰპირდება, სადაც ყურადღების ცენტრშია მრავალფეროვანი გემოები. კულინარიული ოსტატობები, შეფ-მზარეულის ინოვაციები და გურმანების სიხარული.

დამატებითი ინფორმაცია, ასევე, ჯავშნები ხელმისაწვდომია ბმულზე.

S