ყავისა და დონატების ცნობილი ბრენდი Dunkin’-ი აცხადებს, რომ 2020 წლის ბოლოსთვის 450 ობიექტს ხურავს. Foxbusiness-ის ცნობით, საუბარია იმ ობიექტებზე, რომლებიც Speedway-ის ბენზინგასამართ სადგურებზეა განთავსებული და ეს არ ეხება რესტორნებს. ამის მიზეზი თავად Speedway-ს მფლობელ კომპანიასთან პარტნიორობის შეჩერება გახდა.
Dunkin’-ის წარმომადგენლებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ისინი ფოკუსირებას აპირებენ კვების ობიექტების ქსელში დამოუკიდებელ რესტორნებზე.
“ამ ბენზინგასამართი ადგილებიდან გასვლით, დარწმუნებულები ვართ რომ უკეთ მოვახდენთ პოზიციონირებას Dunkin’s-ის უახლესი თაობის რესტორნების დიზაინით, რომელიც უფრო ფართო მენიუს და თანამედროვე გამოცდილებას უზრუნველყოფს. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ გაფართოებას ბენზინგასამართ სადგურებზეც, ასევე არატრადიციულ ლოკაციებზე, მათ შორის აეროპორტებში, უნივერსიტეტებში, პლაზებსა და სამხედრო ობიექტებზეც“, – განაცხადა რესტორნების ქსელის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა კეიტ ჯასპონმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ Dunkin’-ში განაცხადეს, რომ ისინი აფართოებენ ქსელს და ასევე მენიუს უმატებენ ახალ სასმელებს, მათ შორის ჩაის და გამაგრილებელ სასმელს ზაფხულის განმავლობაში. ხოლო ივნისის თვეში განაცხადეს, რომ ისინი დამატებით 25 000 თანამშრომლის აყვანას გეგმავდნენ.
დატოვე კომენტარი