2015 წლის გაზაფხულზე თბილისში სავაჭრო და გასართობი ცენტრი EastPoint Tbilisi გაიხსნება. მშენებარე ცენტრი მდებარეობს თავისუფლების მოედნსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შორის, კახეთის გზატკეცილზე.
სავაჭრო ცენტრში განთავსებული იქნება ჰიპერმარკეტი; საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები; ყველაფერი რემონტისა და სახლისათვის (DO IT YOURSELF); ბავშვთა გასართობი ცენტრი (FEC- Family Entertainment Center), კინოთეატრი; ბოულინგის ცენტრი; ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების 150-ზე მეტი მაღაზია; კვების ობიექტები. ცენტრის საერთო ფართი 85,000 კვადრატული მეტრია.
პროექტს Quadrum Property Group-ი ახორციელებს, რომელიც საქართველოში ოპერირებს მისი შვილობილი კომპანიის შპს “CBD Development”- ის სახელით. უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდი Quadrum Propery Group-ი მართვას 1.3 მილიარდი დოლარის კაპიტალს. სათავო ოფისი მდებარეობს ლონდონში, ასევე მას ოფისები გახსნილი აქვს ჰონკონგში, შანხაიში, პეკინში, მოსკოვში, კიევსა და თბილისში. Quadrum Property Group-ი საქართველოში ასევე მეორე საინვესტიციო პროექტს ახორციელებს – Tbilisi Gardens, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ასათიანის ქუჩაზე მდებარეობს.
კომპანიის მარკეტინგის დირექტორის, თეიკო ლომინაძის თქმით, EastPoint Tbilisi-ის საინვესტიციო ღირებულება 90 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 3,000 ადამიანი დასაქმდება.
marketer.ge, commersant.ge
დატოვე კომენტარი