EBRD და UNWTO საქართველოს და კიდევ 10-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის სექტორს დაეხმარება

EBRD და UNWTO საქართველოს და კიდევ 10-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის სექტორს დაეხმარება

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ UNWTO და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა EBRD საქართველოს, სომხეთს, ხორვატიას, ეგვიპტეს, საბერძნეთს, იორდანიას, მაროკოს, ლიბანს, მონტენეგროს, ტუნისს, თურქეთსა და უზბეკეთს ტურიზმის სექტორის აღდგენის პროცესში მხარდაჭერა გამოუცხადეს. გლობალურმა ლოკდაუნმა ბევრ სექტორზე იქონია სერიოზული გავლენა, ტურიზმის სექტორი კი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალდა. აქედან გამომდინარე EBRD და UNWTO შეთანხმდნენ, რომ გადადგამენ ერთობლივ ნაბიჯებს, ტურიზმის სექტორს მდგრადი აღდგენისთვის.

მხარდაჭერა სამი მთავარი მიმართულებით განხორციელდება, რაც UNWTO-ს ტურიზმის აღდგენის ტექნიკური მხარდაჭერის პაკეტითაა გათვალისწინებული. აღნიშნული მიმართულებები ეკონომიკურ აღდგენას, მარკეტინგს და რეკლამირებას გულისხმობს, ასევე ინსტიტუციურ გაძლიერებას და მდგრადობის უზრუნველყოფას.

უფრო კონკრეტულად მარკეტინგთან დაკავშირებით, UNWTO აპირებს ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს იმ ბაზრების გამოვლენაში, რომელიც მათ აღდგენაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ EBRD-ს და UNWTO-ს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებთ. მათ 2015 წელს მოაწერეს ხელი სპეციალურ შეთანხმებასაც პარტნიორობის შესახებ, რომელიც 2019 წელს განახლდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *