ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ხელედულა ჰესის მშენებლობას 30 მლნ დოლარით დააფინანსებს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 87 მლნ დოლარია.
EBRD განმარტავს, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ნახშირბადის ინტენსივობის შემცირებას და ამასთან, ნაწილობრივ დააკმაყოფილებს ქვეყნის ელექტროენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას, ხოლო თურქეთთან ენერგო ვაჭრობას კი გააღრმავებს.
“ხელედულა” ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხელედულაზე.ჰესის დადგმული სიმძლავრეა 51 მგვტ-ია.
დატოვე კომენტარი