ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 0,6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. EBRD მომდევნო წელს საქართველოში ასევე 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება რაც მაისის პროგნოზთან შედარებით 0,3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში EBRD ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ზრდას საქართველოში ელოდება. რეგიონის ქვეყნებისთვის კი მიმდინარე წლის პროგნოზი შემდეგია:
სომხეთი 3,5%
აზერბაიჯანი – -0,5%
ბელორუსი – 1,5%
მოლდოვა – 3%
უკრაინა – 2%
თურქეთი – 5,1%
რუსეთი – 1,8%
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებას EBRD ექსპორტისა და ტურიზმის მაჩვენებლების გაუმჯობესებას უკავშირებს.
დატოვე კომენტარი