EBRD-მა TBC ბანკში საკუთარი წილი შეამცირა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საკუთარი აქციების 30%, – 1,9 მილიონი აქცია გაყიდა. EBRD-ის გაყიდული აქციები ბანკის აქციების 3,6%-ს შეადგენს. აქციები ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა შეიძინეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპიდან.
შეგახსენებთ, რომ თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ში შევიდა. თიბისი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება. ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ბანკმა გასულ წელს გადაინაცვლა. FTSE 250 ინდექსი მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს აერთიანებს.
დატოვე კომენტარი