ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორის განცხადებით, საქართველოს 2017 წლის ეკონომიკურ პროგნოზს ბანკის წლიურ შეხვედრაზე განიხილავენ, რომელიც 2 კვირაში გაიმართება. ბრუნო ბალვანერა ამბობს, რომ პროგნოზი სავარაუდოდ უფრო მეტად მაღალი იქნება, ვიდრე ეს ნოემბერში პროგნოზირებული 3,8% იყო.
EBRD აღნიშნულს პირველ კვარტალში მშპ-ს 5%-იან ზრდას და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზს უკავშირებს, რომელიც მისი თქმით, უმეტესად 4-4,5%-ს შორის მერყეობს.
“EBRD ეკონომიკური ზრდის პროგნოზს წელიწადში ორჯერ აქვეყნებს. ორ კვირაში განსხვავებულ ციფრებს წარმოვადგენთ. მე არ ვიცი რა იქნება ის. 3,8% უკვე არის ზრდის კარგი მაჩვენებელი, მაგრამ არ გამიკვირდება თუკი ჩვენ გადავხედავთ პროგნოზს ზრდის მიმართულებით”, – ამბობს ბრუნო ბალვანერა.
დატოვე კომენტარი