ევროპის ცენტრალური ბანკი 750 მლრდ ევროს დახარჯავს კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკების დასახმარებლად. აღნიშნულის შესახებ ECB-ში ოთხშაბათს განაცხადეს. მათი თქმით, აღნიშნული პროგრამის მიზანია რეგიონის ფინანსური სისტემების ფუნქციონირების შენარჩუნება და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, რაც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.
ევროპის ფინანსური ინსტიტუტი აპირებს 750 მლრდ ევროს ოდენობის პროგრამა 2020 წლის ბოლომდე განახორციელოს.
პროგრამის ფარგლებში შეისყიდიან სამთავრობო და კომპანიების ვალებს ევროზონის მასშტაბით, მათ შორის საბერძნეთსა და იტალიაშიც.
როგორც ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა: „ექსტრაორდინალური დრო მოითხოვს ექსტრაორდინალურ ქმედებებს“, – მისივე თქმით, ECB გააკეთებს ყველაფერს, რათა დაეხმაროს ევროს ამ ექსტრაორდინალურ პერიოდში.
დატოვე კომენტარი