EFSE-მ (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის) თიბისი ლიზინგს, მის ახალ პარტნიორს საქართველოში 6 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) სესხი გამოუყო მცირე და საშუალო საწარმოების კაპიტალური ხარჯების დაფინანსებისთვის.
თიბისი ლიზინგი ბაზრის 73%-იანი წილით ქვეყნის წამყვანი სალიზინგო კომპანიაა. დამფუძნებელი თიბისი ჯგუფისა და დაფინანსებული აქტივების ღირებულების წყალობით ბრენდის საკმაოდ მაღალი ცნობადობითა და დადებითი რეპუტაციით სარგებლობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თიბისი ლიზინგის მიერ ადგილობრივ ვალუტაში გაცემული სესხი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, გაზრდის მათ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და მისცემს საშუალებას შექმნან მეტი სამუშაო ადგილი პოსტ-პანდემიური კლიმატის პირობებში.
„მცირე და საშუალო საწარმოები ქმნიან ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ ხერხემალს, ეს განსაკუთრებით შესამჩნევია საქართველოში. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ისეთ ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომლებიც დასახავენ და ხელს შეუწყობენ ბიზნესის ზრდის ტენდენციას, განსაკუთრებით კი პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად. ის ფაქტი, რომ სესხი ადგილობრივ ვალუტაშია, ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესის მდგრად განვითარებას, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები დაცული იქნებიან გაცვლითი კურსის რისკებისგან. თიბისი ლიზინგის სახით ჩვენ შევიძინეთ ჩამოყალიბებული პარტნიორი, რომელსაც აქვს ფართო ბაზარი, რათა გამოიყენოს ჩვენი ინვესტიცია მაქსიმალური გავლენისთვის. ”- კლაუს მიულერი, EFSE საბჭოს თავმჯდომარე.
„ეს არის EFSE– სთან პარტნიორობის შესანიშნავი დასაწყისი და თიბისი ლიზინგისა და Finance in Motion გუნდების რამდენიმე თვიანი ერთობლივი წარმატებული მუშაობის დასტური, რომელმაც დიდი ხნის სასურველი ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. დამატებით 6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის რესურსის მოზიდვა, რომელიც მთლიანად ლარში იქნება ათვისებული, საშუალებას მოგვცემს ლიზინგით დავაფინანსოთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან უცხოურ ვალუტასთან მიმართებით და, როგორც წესი, არ გააჩნიათ შემოსავლები უცხოურ ვალუტაში. ჩვენი სტრატეგია ითვალისწინებს ლიზინგის პროდუქტების მაქსიმალურად მორგებას კონკრეტულ კლიენტთა სეგმენტებზე და ინდუსტრიებზე. EFSE- ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება კი სწორედ ასეთი, სპეციალური პროდუქტების შექმნას მოხმარდება, რაც ნამდვილად დაგვეხმარება დასახული მიზნების განხორციელებაში“ – გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი.
ამ ინვესტიციის მეშვეობით, ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ბიზნესის ზრდას მანქანა-დანადგარების, სამშენებლო, საწარმოო აღჭურვილობისა და ბიზნეს გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული საწარმოების იჯარით გაცემის გზით. თიბისი ლიზინგი ხელს შეუწყობს პირველ რიგში ისეთ ინიციატივების განხორციელებას, როგორებიცაა: SDG 8-ს ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა და SDG 9 მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა.
დატოვე კომენტარი