ეგვიპტის გენერალურმა ნავთობის კორპორაციამ (EGPC)-მ იტალიურ ენერგეტიკულ ჯგუფ Eni-სთან (ENI.MI) სუეცის ყურისა და ნილოსის დელტის რეგიონებში ნავთობის მოძიებაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი. ნავთობის სამინისტროს განცხადებით, შეთანხმების შედეგად ქვეყანაში არანაკლებ $1 მილიარდი ღირებულების ინვესტიციები განხორციელდება.
შეთანხმება Eni-ს დამატებით ვალდებულებებსაც აკისრებს. სამინისტროს განცხადებით, შეთანხმება ასევე მოიცავდა Eni-ს ვალდებულებას დამატებით დახარჯოს არანაკლებ $20 მილიონისა 4 ახალი ჭაბურღილის ბურღვისათვის.
ეგვიპტის გენერალური ნავთობის კორპორაცია (EGPC), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სრულად ინტეგრირებული ნავთობისა და გაზის კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ეგვიპტეში მდებარეობს. EGPC ეროვნული კომპანიაა, რომელიც საძიებო, წარმოების, გადამუშავებისა და დისტიბუციის საქმიანობას ახორციელებს. კომპანია ეგვიპტური ბუნებრივი აირის კომპანიის უმსხვილესი აქციონერია და შესაბამისად პასუხისმგებელია ეგვიპტეში კონცესიის ხელშეკრულებების გაცემაზე.
ლიცენზიები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, სუეცის ყურესა და დასავლეთ უდაბნოს სხვადასხვა ბლოკში გაიცა და დაახლოებით 8,410 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.
Eni-ის განცხადებით, ლიცენზიები ნაყოფიერ აუზებშია გაცემული, რაც ნავთობის სისტემებითაა დადასტურებული. Eni ეგვიპტეში 1954 წლიდან ოპერირებს. ამჟამად ის ეგვიპტეში ნახშირწყალბადების ძირითადი მწარმოებელია. ის ყოველდღიურად დაახლოებით 350,000 ბარელ ნავთობს აწარმოებს.
დატოვე კომენტარი