EIA: აშშ თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი ექსპორტიორია

EIA: აშშ თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი ექსპორტიორია

ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები 2022 წლის პირველ ნახევარში, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) უმსხვილესი ექსპორტიორია. აშშ-ის პირველობა მეტწილად უკრაინის კრიზისის ფონზე ევროპისთვის LNG-ის ექსპორტის ზრდამ გამოიწვია.

EIA-მ მონაცემები CEDIGAZ-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. აშშ-ის LNG-ის ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12%-ითაა გაზრდილი, რაც დღეში საშუალოდ 11,2 მილიარდ კუბურ ფუტ თხევად ბუნებრივ აირს უტოლდება. ზრდა მეტწილად მაღალ ფასებს, მოთხოვნისა და LNG-ის საექსპორტო მოცულობის მატებას უკავშირდება. ცნობისთვის, 2022 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, აშშ-ის LNG-ის ექსპორტის 71% ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთზე მოდიოდა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნები უფრო აქტიურად ცდილობენ ქვანახშირის მოხმარებაზე უარის თქმას, რის შედეგადაც თხევად ბუნებრივ აირზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ახალი ობიექტების აშენებას კიდევ რამდენიმე წელი სჭირდება, რის გამოც შტატები მოცულობის გაზრდას, მინიმუმ, 2024 წლამდე ვერ შეძლებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *