შესაძლებელია, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო დაზარალებული ქვეყნის აღსადგენად €1 ტრილიონის მოცულობის საგარეო დახმარება გახდეს საჭირო, – ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ხელმძღვანელმა, ვერნერ ჰოიერმა განაცხადა.
„თანხად ტრილიონს ვასახელებ, რადგან საჯარო სივრცეში სრულიად არარეალურ რიცხვებს გადავეყარე, რომლებიც უკრაინისთვის მიყენებულ ზიანს არ გამოხატავენ“, – განაცხადა ვერნერ ჰოიერმა და დასძინა, რომ უკრაინის აღდგენაში გადამწყვეტი როლი ევროპამ უნდა ითამაშოს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის აღდგენისთვის საჭირო თანხა 23-24 ივნისს დაზუსტდება, როცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბებიან, უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმისა და მისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე სასაუბროდ.
დატოვე კომენტარი