ევროპის საინვესტიციო ბანკი სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას” სესხს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას მოხმარდება.
“საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის” სესხის გაცემაზე მთავრობამ თანხმობა უკვე განაცხადა. EIB მიწისქვეშა გაზსაცავს $100 მილიონით დააფინანსებს.
გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობა განხორციელდება თბილისთან ახლოს სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე. პროექტის ღირებულება, წინასაწარი შეფასებებით, 250 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს და მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.
დატოვე კომენტარი