ეკონომიკის რომელ სექტორებში იყო ყველაზე დიდი ვარდნა იანვარ-სექტემბერში?

ეკონომიკის რომელ სექტორებში იყო ყველაზე დიდი ვარდნა იანვარ-სექტემბერში?

2020 წლის იანვარ-სექტემბერში 2019 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი – მშპ) 5.8%-ით შემცირდა. შემცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების გაწევაშია – 35%. შემდეგ მოდის სასტუმროების და რესტორნების სექტორი, სადაც ვარდნა 32%-ია. 20%-იანი კლებაა ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში.

10%-იანი ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებით სექტორში. 8%-ით გაიზარდა ჯანდაცვის მომსახურება.

გრაფიკი – საქართველოს ეკონომიკის კლება/ზრდა სექტორების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერი

          

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *