ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო კომპანიების მიერ პირველი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნება გაგრძელდება. 3 მაისის კვირაში უნდა ველოდოთ ვაქცინების მწარმოებელი კომპანიების – Pfizer-ისა და Moderna-ს შემოსავლების შესახებ მონაცემების გასაჯაროებას. გარდა ამისა, მიმდინარე კვირასვე პირველი კვარტალის შედეგებს გამოაქვეყნებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Estee Lauder-ი, General Motors-ი, Uber-ი, Beyond Meat-ი, ViacomCBS-ი და სხვები.

ძირითადად შემოსავლების ზრდის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას კომპანიების საბაზრო ღირებულების ზრდა მოჰყვება ხოლმე, ამიტომაც ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების შედეგებს ინვესტორები მოუთმენლად ელიან.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას აშშ-ში უმუშევრობის დონის განახლებული მაჩევენებელი გამოქვეყნდება. ცნობისთვის, შტატებში მარტში 916,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ელოდებიან, რომ აპრილის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტი იქნება.  უმუშევრობის დონე კი 6%-დან 5.7%-მდე შემცირდება.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ინგლისში ცენტრალური ბანკის შეხვედრა გაიმართება. როგორც ელოდებიან, ბანკი ობლიგაციების შესყიდვას შეანელებს. ამასთან, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ინგლისის ეკონომიკა მეორე კვარტალში უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ამ დრომდე ელოდებოდნენ, ხოლო უმუშევრობის დონე კიდევ უფრო შემცირდება.

ჰონკონგში კი პირველი კვარტალის მშპ-ის მონაცემებს გამოაქვეყნებენ, საფრანგეთში, ინდოეთსა და აშშ-ში ექსპორტ-იმპორტის განახლებული მაჩვენებელები გასაჯაროვდება. ამასთან, ევროზონაში მარტის რიტეილ-გაყიდვები გახდება ცნობილი.

დაბოლოს, საქართველოში მიმდინარე კვირას საქსტატი გამოაქვეყნებს:

  • 04 მაისს – საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილს საშუალო წლიურ მოსახლეობაში (2020 წელი);
  • 04 მაისს – სამომხმარებლო ფასების ინდექსს (2021 წლის აპრილი)
  • 04 მაისს – ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლებს (2021 წლის თებერვალი)
  • 05 მაისს – სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლებს, დანაშაულების სტატისტიკას (2021 წლის I კვარტალი).
დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

  1. Whoa lots of fantastic facts!
    casino en ligne
    Seriously tons of helpful knowledge!
    casino en ligne
    Kudos. Helpful information!
    casino en ligne francais
    Wow a good deal of good facts!
    casino en ligne francais
    Great forum posts Thank you!
    casino en ligne
    You made your position very effectively..
    casino en ligne
    Many thanks, Numerous data!
    casino en ligne francais
    You have made your stand extremely clearly!!
    casino en ligne
    You actually stated that adequately.
    casino en ligne fiable
    Kudos. I enjoy it.
    meilleur casino en ligne

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *