მიმდინარე კვირას ინგლისის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც მიღებულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში მაისში, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, ინფლაციამ 2%-ს გადააჭარბა. მართალია,ანალიტიკოსების უმრავლესობა მიმდინარე კვირის შეხვედრაზე მონეტარული პოლიტიკის ცვლილებას არ ელოდება, მაგრამ, არც გამორიცხავს.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირას დიდ ბრიტანეთში 2021 წლის პირველი კვარტალის მშპ-ის მაჩვენებელს გამოაქვეყნებენ. მოსალოდნელია ბიზნესში ინვესტიციების პირველი კვარტალის მაჩვენებლის გამოქვეყნებაც.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, საფრანგეთის, გერმანიისა და მთლიანად ევროკავშირის უმუშევრობის დონის მაჩვენებელი განახლდება. უმუშევრობის დონეს გამოაქვეყნებენ იაპონიაშიც. ინდოეთი საგარეო ვალის პირველი კვარტალის შედეგებს გაასაჯაროებს. კანადაში მაისის სავაჭრო ბალანსი გამოქვეყნდება, მის მეზობელ აშშ-ში კი – მაისის სავაჭრო ბალანსი.
გარდა ამისა, 21 ივნისის კვირაში რუსეთში მაისის რიტეილ-გაყიდვები გახდება ცნობილი. სამხრეთ კორეაში ივნისის სავაჭრო ბალანსს გამოაქვეყნებენ.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელი გამოქვეყნდება, კერძოდ:
- 21 ივნისს – საგარეო ვაჭრობა (2021 წლის მაისი)
- 21 ივნისს – ადგილობრივი ექსპორტი (2021 წლის მაისი)
- 21 ივნისს – სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის მაისი)
- 21 ივნისს – მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2021 წლის მაისი)
- 21 ივნისს – მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2021 წლის მაისი)
- 21 ივნისს – ექსპორტის ფასების ინდექსი (2021 წლის მაისი)
- 21 ივნისს – იმპორტის ფასების ინდექსი (2021 წლის მაისი)
- 21 ივნისს – ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის მაისი)
- 21 ივნისს – სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის მაისი)
- 21 ივნისს – ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის მაისი)
- 21 ივნისს – მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2021 წლის მაისი)
- 24 ივნისს – მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2021 წლის I კვარტალი)
- 24 ივნისს – მრეწველობის პროდუქციის ინდექსი (2021 წლის I კვარტალი).