Heritage Foundation-მა 2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შედეგები გამოაქვეყნა. საქართველო მსოფიოში მე-13 ადგილზეა, რაც მეტწილად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანას ნიშნავს. გასულ წელს საქართველოს 23-ე ადგილი ეკავა. ევროპის მასშტაბით კი საქართველოს მე-5 ადგილი უჭირავს. საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 3.4-ით გაიზარდა და 76 შეადგინა (მაქსიმუმია 100). ჯამობრივი ქულის ზრდა შემდეგი კრიტერიუმების ქულის გაუმჯობესებამ გამოიწვია: საკუთრების უფლებები (+15.1), ბიზნესის თავისუფლება (+0.7 ქულა) და შრომის თავისუფლება (+0.2 ქულა). გაუარესდა მონეტარული თავისუფლების (-2.3) და მთავრობის ხარჯების (-0.9) ქულა.
კვლევა 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა (55.1) კერძო საკუთრების დაცვაში აქვს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში 77-ე ადგილს იკავებს. შემდეგ მოდის ფინანსური თავისუფლება 60 ქულით. ყველაზე მაღალი ქულა (88.6) საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლებაში აქვს და მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს.
ინდექსის მიხედვით, სრულიად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებად მსოფლიოში მიჩნეულია მხოლოდ: ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია და ავსტრალია.
დატოვე კომენტარი