“Heritage Foundation”-მა 2016 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შედეგები გამოაქვეყნა. საქართველო მსოფიოში 23-ეა, რაც მეტწილად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანას ნიშნავს, თუმცა, გასულ წელს საქართველოს 22-ე ადგილი ეკავა. ევროპის მასშტაბით კი საქართველოს მე-12 ადგილი უჭირავს. საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 0.4-ით შემცირდა და 72.6 შეადგინა (მაქსიმუმია 100). ჯამობრივი ქულის შემცირება გამოიწვია შემდეგ კრიტერიუმების ქულის გაურესებამ: ბიზნესის თავისუფლება (-2.1 ქულა), შრომის თავისუფლება (-4.2 ქულა) და მონეტარული თავისუფლება (-2.2 ქულა). გაუმჯობესდა კორუფციისგან თავისუფლების (+3.0), ფისკალური თავისუფების (+0.4) და მთავრობის ხარჯების (+1.5) ქულა.
კვლევა 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა (40) კერძო საკუთრების დაცვაში აქვს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში 69-ე ადგილს იკავებს. შემდეგ მოდის კორუფციისგან თავისუფლება 52 ქულით, მსოფლიოში კი ამ მაჩვენებლით 51-ე ვართ. ყველაზე მაღალი ქულა (88.6) საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლებაში აქვს და მსოფლიოში მე-3 ადგილს იკავებს.
ინდექსის მიხედვით, სრულად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნად მსოფლიოში მიჩნეულია მხოლოდ: ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია და ავსტრალია.
დატოვე კომენტარი