საქართველოში ჯინის კოეფიციენტი, რომელიც მოსახლეობის შემოსავლებს შორის უთანასწორობას ზომავს 40-ია. მასში ციფრი 0 აღნიშნავს ყველაზე თანასწორს, 1 (ან 100) კი – უთანასწოროს ნიშნავს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2015 წელთან შედარებით, ნიშნული 0,1-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, სოციალური უთანასწორობა საქართველოში გაზრდილია.
მსოფლიო ბანკის ბოლო მონაცემებით, საქართველოში Gini-ს ინდექსი 36.5-ს შეადგენს. ბანკი აპრილის მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ საქართველოში უთანასწორობა შემცირდა, – თუმცა მცირედით.
WB-ის მონაცემებით, 2016 წელს ჯინის კოეფიციენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შემდეგი იყო:
უკრაინა: ჯინის კოეფიციენტი – 25
მოლდოვა: ჯინის კოეფიციენტი – 26.3
ყირგიზეთი: ჯინის კოეფიციენტი – 26.8
ყაზახეთი: ჯინის კოეფიციენტი – 26.9
ბელორუსი: ჯინის კოეფიციენტი – 27
სომხეთი: ჯინის კოეფიციენტი – 32.5
რუსეთი: ჯინის კოეფიციენტი – 37.7
ფილიპინები: ჯინის კოეფიციენტი – 40.1
ჩილე: ჯინის კოეფიციენტი – 47.7
ბრაზილია: ჯინის კოეფიციენტი – 51.3
დატოვე კომენტარი