ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა საქართველოში 4,6 პროცენტი, 2017 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,0 პროცენტი,ხოლო 2017 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,5 პროცენტი შეადგინა.
რეგიონის ქვეყნებიდან, ყველაზე მაღალი ზრდით გამოირჩევა ყაზახეთი, სადაც წინასწარი მონაცემებით, ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 5,8% შეადგინა. G&T-ის მონაცემებით, ივნისში სომხეთის ეკონომიკა 5,1%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთის 4,8%-ით. წლის პირველ ნახევარში ბელარუსში მშპ-ს ზრდის ტემპმა 1,0% შეადგინა, აზერბაიჯანში კი -1,3%. უკრაინაში წლის 6 თვეში ეკონომიკა 2,5%-ით გაიზარდა.
ივლისში საქართველოში ინფლაცია 6% იყო.
რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია ფიქსირდება უკრაინაში, სადაც სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდამ ივნისში 15,6% შეადგინა. თურქეთში ინფლაცია 9,8% იყო, რუსეთში 3,9%, ხოლო ყაზახეთში კი 7,1%. სომხეთში ინფლაციის დონემ ივნისში 0,9% შეადგინა, ბელარუსში 6,5%. აზერბაიჯანში კი -14,4%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა.
დატოვე კომენტარი