საქართველო დღეს ღარიბი ქვეყანაა, უფრო აკადემიურ ენაზე რომ ვთქვათ – დაბალშემოსავლიანი ქვეყანა. ღარიბი ქვეყანაა იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის შემოსავალი განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის შემოსავალს რამდენიმეჯერ ჩამოუვარდება. შემოსავალს ქვეყნის ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის – მშპ) სიდიდე და მოსახლეობის რიცხოვნობა განსაზღვრავს. ბოლო 27 წელია, საქართველოში მოსახლეობის რიცხვი კლებულობს და 5 მილიონიდან 3.7 მილიონამდე შემცირდა. ანუ, ახლა უფრო ნაკლები ადამიანი ინაწილებს საქართველოში გამომუშავებულ შემოსავლებს, მაგრამ მაინც არ გვყოფნის. 2016 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 21% აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს, ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 3 853 დოლარია (9 118 ლარი). ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 111-ე ადგილზეა.
ჩვენ ერთგვარ დროში მოგზაურობას შემოგთავაზებთ და გაჩვენებთ, რამდენად მდიდარი ან ღარიბი ვიქნებოდით ახლა, საქართველოს ეკონომიკური განვითარება სხვაგვარად რომ წარმართულიყო. ასევე გაჩვენებთ, როდის და რა შემთხვევაში ვიცხოვრებთ ისეთ მდიდარ საქართველოში, როგორიც დღეს არის დასავლეთის მაღალშემოსავლიანი ქვეყნები.
მეთოდოლოგია: საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 1991 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 5,548 PPP დოლარი (2011 წლის ფასებში) იყო. მომდევნო 3 წელიწადში ეს მაჩვენებელი 61%-ით შემცირდა და 1994 წელს 2,142 PPP დოლარი იყო. 2011 წლის ფასებში გამოსახული PPP დოლარი ნიშნავს ფულის მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებას ფასების უცვლელობის პირობებეში. ეს მეთოდოლოგია ქვეყნების შედარებისას აბათილებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ვალუტის კურსის ცვლილება, ქვეყნებს შორის სხვაობა ფასების დონეებს შორის. მარტივად რომ ვთქვათ, 1 დოლარს ყველა ქვეყანაში, ყველა წელს (1991 წლიდან 2017 წლის ჩათვლით) ერთნაირი მსყიდველობითი ძალა აქვს. სწორედ ერთ მოსახლეზე PPP დოლარებში გამოსახული შემოსავლით შევადარებთ საქართველოს დანარჩენ ქვეყნებს. ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა/კლებას ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილება განაპირობებს.
სცენარი 1.
სად ვიქნებოდით დღეს, თუ 1992- 1994 წლებში საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი კატასტროფულად არ შემცირდებოდა და 1994 წელს 1991 წლის დო ნეზე იქნებოდა, შემდეგ კი ყველაფერი ისე განვითარდებოდა, როგორც რეალურად განვითარდა? (1995-2017 წლებში ერთ მოსახლეზე შემოსავალი წლიურად საშუალოდ 7%-ით იზრდებოდა.) ამ შემთხვევაში 2017 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 2.6-ჯერ მეტი იქნებოდა (ვიდრე რეალურად არის) და 25,126 PPP დო ლარს მიაღწევდა. 2005 წელს გა დავუსწრებდით ბრაზილიას, 2007-ში – ბულგარეთს, ხოლო 2012-დან – თურქეთს. ვიქნებოდით ძალიან ახლოს რუსეთთან და საბერძნეთთან. ახლა კი საქართველო შემოსავლების დონით ყველაზე ახლოს ეკვადორთან, კოსოვოსთან და სვაზილენდთანაა.
სცენარი 2.
სად ვიქნებოდით დღეს, თუ 1992-1994 წლებში საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი კატასტროფულად არ შემცირდებოდა და 1994 წელს 1991 წლის დონეზე იქნებოდა, ხოლო შემდეგ ყოველწლიურად გაიზრდებოდა 2003-2007 წლების საშუალო ზრდის ტემპით – 11%- ით? ამ შემთხვევაში, 2017 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი 83,657 PPP დოლარს მიაღწევდა და საქართველოზე მდიდარი ქვეყნები მსოფლიოში მხოლოდ ყატარი და ლუქსემბურგი იქნებოდნენ. 2001 წელს გადავუსწრებდით რუსეთს, 2010-2011 წლებში – იტალიას, საფრანგეთს და გერმანიას, 2013 წელს – აშშ-ს და დავეწეოდით შვეიცარიას, 2017 წელს კი სინგაპურს დავათმობინებდით მე-3 ადგილს მსოფლიოში.
სცენარი 3.
სად ვიქნებოდით დღეს, თუ 1992-1994 წლებში საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი კატასტროფულად შემცირდებოდა ისე, როგორც რეალურად მოხდა, მაგრამ 1995 წლიდან ყოველწლიურად გაიზრდებოდა 2003-2007 წლების საშუალო ზრდის ტემპით – 11%-ით? ამ შემთხვევაში, 2017 წელს ერთ მო სახლეზე შემოსავალი 23 618 PPP დო ლარი იქნებოდა. 1999 წელს გადავუსწრებდით ჩინეთს, 2011 წელს – სერ ბეთს, 2014- ში – მექსიკას, ხოლო 2016 წელს – რუმინეთს.
სცენარი 4.
სად ვიქნებოდით დღეს, თუ 1992-1994 წლებში საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი კატასტროფულად შემცირდებოდა და 1994 წელს 1991 წლის დონეზე იქნებოდა, 1994 წლიდან კი ერთ მო სახლეზე შემოსავალი 2013-2017 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპით – 4.3%-ით გაიზრდებოდა? ამ შემთხვევაში, 2017 წელს ერთ მო სახლეზე შემოსავალი 5 641 PPP დოლარი იქნებოდა, რაც 1.7 ჯერ ნაკლებია ამჟამად რეალურად არსებულთან. 2000-იანების დასაწყისიდან გაგვისწრებდა, მაგალითად, სომხეთი, ნიგერია და ბევრი სხვა, დღეს ჩვენთან შედარებით ღარიბი ქვეყანა.
სცენარი 5.
ბოლო სცენარით მომავალი შევაფასოთ. განვიხილოთ სამიგანსხვავებული ზრდის ტემპის შემთხვევაში, 20 წლის განმავლობაში როდის დავეწევით მაღალშემოსავლიან ქვეყნებს. დავუშვათ, 2018 წლიდან ყოველწლიურად საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი იზრდება 4.5%-ით (ეს ის მაჩვენებელია, რასაც საქართველოს მთავრობა 2018 წლისთვის პროგნოზირებს), ან აქვს საშუალო ზრდის ტემპი – 7.5%, ან 11%, როგორც 2003-2007 წლებში. შესადარებელ სამიზნე ქვეყნებისთვის კი დავუშვებთ, რომ მათი ეკონომიკა წლიურად 2%-ით გაიზრდება. თუ საქართველოს ეკონომიკა (შესაბამისად, ერთ მოსახლეზე შემოსავალიც) ყოველწლიურად 4.5%-ით გაიზრდება, 2037 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი 23 396 PPP დოლარი გახდება და განვითარებულ ქვეყნებს ვერ დავეწევით. 2037 წელს აზერბაიჯანს დავეწევით, იმ დაშვებით, რომ მისი ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით გაიზრდება.
თუ საქართველოს ეკონომიკა (შესაბამისად, ერთ მოსახლეზე შემოსავალიც) ყოველწლიურად 7.5%-ით გაიზრდება, 2037 წელს ერთ მო სახლეზე შემოსავალი 41 209 PPP დოლარი გახდება. 2027 წელს გადავუსწრებთ აზერბაიჯანს, 2031 წელს ამჟამად ევროკავშირის ყველაზე დაბალშემოსავლიან ქვეყანას – ბულგარეთს, 2035 წელს – თურ ქეთს, 2036 წელს – რუსეთს, ხოლო 2037 წელს – პოლონეთს.
თუ საქართველოს ეკონომიკა (შესაბამისად, ერთ მოსახლეზე შემოსავალიც) ყოველწლიურად 11%-ით გაიზრდება, 2037 წელს ერთ მო სახლეზე შემოსავალი 78 213 PPP დოლარი გახდება. 2026 წელს გადავუსწრებთ ბულგარეთს, 2029 წელს – რუსეთსა და პოლონეთს, 2032 წელს – იტალიას, 2034 წელს – საფრანგეთს და 2036 წელს – გერმანიას.
დატოვე კომენტარი