საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლები განაახლა, რომლის მიხედვით საქართველოს 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-დან 4.3%-მდე გაზარდა. ფონდის ინფორმაციით, 2017 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.6%-ით გაიზრდება, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა 2.2%-ით, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა 4.6%-ით.
2016 წელს 2.7%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 98-ე იყო, ხოლო 2017 წლის პროგნოზის (4.3%) მიხედვით 52-ე პოზიციას იკავებს.
2017 წელს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი ლიბიაში (55%) და ეთიოპიაში (8.5%) დაფიქსირდება. ყველაზე მეტად კი ვენესუელას (-12%) და ეკვატორული გვინეას (-7.4%) ეკონომიკა შემცირდება. 1%-ით შემცირდება აზერბაიჯანის ეკონომიკა.
ცხრილი: ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყნები 2017 წელს
ქვეყანა  | 2017  | 
ლიბია  | 55.1%  | 
ეთიოპია  | 8.5%  | 
კოტ დიუარი  | 7.6%  | 
ნეპალი  | 7.5%  | 
მიანმარი  | 7.2%  | 
ბანგლადეში  | 7.1%  | 
ჯიბუტი  | 7.0%  | 
კამბოჯა  | 6.9%  | 
ლაოსი  | 6.9%  | 
სენეგალი  | 6.8%  | 
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".














