ექსკლუზიურ ინტერვიუში ელენ დეჯენერესი აცხადებს, რომ საკუთარ ტელეშოუს მე-19 სეზონის შემდეგ დაასრულებს. ამერიკელი ტელეწამყვანი, Forbes-ის შეფასებით, ტელეშოუდან ყოველწლიურად $50 მილიონზე მეტს იღებდა.
ცნობისთვის, გასულ წელს პოპულარული ტელეშოუ კიდევ უფრო მეტი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ყოფილმა თანამშრომლებმა სამუშაო პირობებზე დაიწყეს საუბარი. მათი თქმით, ისინი რასიზმისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ. WarnerMedia-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, ელენმა თანამშრომლებს ბოდიში მოუხადა.
“ელენ დეჯენერესის შოუ”, რომლის პრემიერა 2003 წლის სექტემბერში შედგა, დღემდე ყველაზე პოპულარულ შოუდ ითვლებოდა, თუმცა საყურადღებოა, რომ ზემოთ აღნიშნულმა ინციდენტმა რეიტინგის ვარდნა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის პირველ ექვს თვეში რეიტინგი 40%-ზე მეტით – 2,6 მილიონი მაყურებელიდან 1,5 მილიონამდე – შემცირდა.
The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში ელენი აცხადებს – „როდესად ადამიანი არის შემოქმედებითი, მას მუდმივად სჭირდება ახალი გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეშოუ პოპულარული და სახალისოა, ის ჩემთვის გამოწვევას აღარ წარმოადგენს.“
დატოვე კომენტარი