ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლის შემდეგ  რენო საფრანგეთში 2,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლის შემდეგ  რენო საფრანგეთში 2,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

ხუთშაბათს ფრანგულმა ავტომწარმოებელმა  „რენომ“ განაცხადა, რომ ის 2000–მდე სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. შემცირება ძირითადად შეეხება ინჟინრებსა და მსგავს პოზიციებზე  დასაქმებულებს.  Renault ელექტრომანქანების ინდუსტრიაში გადასვლას გეგმავს, შესაბამისად, მას სხვადასხვა პოზიციაზე ახალი თანამშრომლების დაქირავება მოუწევს.

ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ უახლესი გეგმების შესახებ უკვე დაიწყეს პროფკავშირებთან მოლაპარაკება. აღსანიშნავია, რომ Renault–ში ფართო რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს, რის შედეგადაც ქვეყანაში 4600 სამუშაო ადგილის შემცირება არის დაგეგმილი. ფრანგული ავტომწარმოებელი ამჟამად არამოგებიანს წარმოადგენს, სწორედ ამით არის გამოწვეული კომპანიაში მიმდინარე რესტრუქტურიზაცია.

მას შემდეგ, რაც 2500 ადამიანს გაათავისუფლებს,  Renault  სხვადასხვა მიმართულებით  საერთო ჯამში  500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ  საფრანგეთში ისინი ცხრა ახალი მანქანის მოდელის შექმნას აპირებენ.

კონკურენტების მსგავსად, Renault ცდილობს, კიდევ უფრო გააფართოოს ავტომანქანების წარმოება, ამასთან  ელექტრომობილების ბაზარზე შესვლაც სურს.

რაც შეეხება ახალ თანამშრომლებს, მათი უმეტესობა ისეთ სფეროებში დასაქმდება, რაც ელექტრომობილების წარმოებისათვის არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მონაცემთა მეცნიერება, ქიმიისა და ფიზიკის სპეციალისტი და სხვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *