ელექტრომოტოების ომები

ელექტრომოტოების ომები

როგორ იბრძვიან Harley-Davidson, Energica, Zero და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების სხვა მწარმოებლები იმისთვის, რომ მოტოციკლეტების Tesla გახდნენ.

HARLEY-DAVIDSON-ის ძრავას გუგუნი ისეთივე გამორჩეულია, როგორც შამპანურის ბოთლიდან საცობის ამოვარდნის ხმა. მაგრამ რა იქნებოდა, მისი ძალა და სილამაზე რომ შევინარჩუნოთ ჩუმ ძრავასთან ერთად, რომელიც საწვავს არ შთანთქავს? ეს ის კითხვაა, რომელიც Harley-მ ამ წლის დასაწყისში დასვა, როდესაც წარმოადგინა პროექტი LiveWire-ი – ელექტრონული მოტოციკლის ფუტურისტული პროტოტიპი.

Harley-Davidson-ი არ არის ერთადერთი მონაწილე ელექტრონული მოტოების ომისა, რომელშიც რამდენიმე კომპანია იბრძვის იმისთვის, რომ მოტოციკლების Tesla გახდეს. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გარემოსთვისაა კარგი.

გასულ წელს მოტოციკლეტების მწარმოებელმა წამყვანმა ბრენდებმა, მათ შორის, BMW-მ, Harley-Davidson-მა, Honda-მ, Kawasaki-მ, KTM-მ, Piaggio-მ, Suzuki-მ, Triumph-მა და Yamaha-მ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 561 ათასი მოტოციკლი გაყიდეს. ეს არის 2012 წელს 557 ათას გაყიდულ მოტოციკლზე უფრო მეტი, მაგრამ 2006 წელს გაყიდულ 1,2 მილიონ მოტოციკლზე 53%-ით ნაკლები. Motor-cycle Industry Council-ის მიხედვით, წელს მოტოციკლების გაყიდვის მონაცემები შედარებით უცვლელი დარჩა – წლის პირველ კვარტალში 139 922 ცალი გაიყიდა, რაც 17–ით უფრო მეტია 2013 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

და მაშინ, როდესაც არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ელექტრომოტოციკლები ინდუსტრიას გადაარჩენენ, ისინი შეიძლება, მოტოციკლეტების ენთუზიასტთა ახალი თაობის მოზიდვისთვის, მეტად საჭირონი გახდნენ. „ყველა ძალიან დაინტერესებულია ამ ახალი და ახალგაზრდა მძღოლების ხელში ჩაგდებით, – ამბობს Cycle World-ის მთავარი რედაქტორი, მარკჰოიერი. – ახალგაზრდები კი აცნობიერებენ, რომ ეს ელექტრომოტოები ნამდვილად სწრაფები არიან. ფაქტობრივად, იმ მონაცემებით, რომლებითაც ელექტომოტოციკლები დღეს გამოირჩევიან, ისინი ნებისმიერ მძღოლზე შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებენ“.

ელექტრომოტოებმა, 2010 წელს, ბაზარზე თავისი ნიში დაიკავეს, იმ დროს, როდესაც ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Zero, Brammo, Energica, და Mission-ი ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყეს იმაზე, რომ მოტოებს ერთჯერადი დატენით 50 მილის გავლა შესძლებოდათ. ეს ტრადიციული მოტოციკლეტებისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ მათგან განსხვავებით, ელექტრომოტოები გამონაბოლქვს არ გამოყოფენ და მათ პირდაპირი რედუქტორი (შემამცირებელი) აქვთ, არიან აგრესიულები და სიჩქარეს სწრაფად იღებენ. იდეა არის ის, რომ შეიქმნას ჩუმი, ტექნიკურად ადვილად მისახედი მოტოები, რომლებიც გამოსადეგი იქნებოდა როგორც ქალაქში მოძრაობისთვის, ასევე ცუდ გზებზე სასიარულოდაც. ამან შესაძლოა ახალი მძღოლები მოიზიდოს, განსაკუთრებით ქალბატონები, რომლებსაც სარბოლო და ქალაქში სასიარულო მოტოციკლეტების მძიმე კონუსი და რთული მოვლა აშინებთ. აქ აშკარად არის სივრცე ზრდისთვის.

ელექტრომოტოებთან დაკავშირებით რამდენიმე მცდელობა ადრეც ყოფილა (განსაკუთრებით, ნაკლებად ცნობილი ჩინური ბრენდების მხრიდან, რომლებიც ცნობილ Vespa-ს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე მაღალტექნოლოგიურ Honda-ს). თუმცა გასულ წელს ელექტრომოტოციკლები უფრო მძლავრი და მწყობრი გახდა, ისინი დატენის გარეშეც უფრო დიდხანს ძლებს. მაგალითად, Zero-მ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დაკიდების და ტრანსმისიის ტექნოლოგიები თავის $17 000-იან SR-ში, რომელიც 3,3 წამში 60 მილის სიჩქარეს ავითარებს, დატენის გარეშე 130 მილს გადის და 110-ვოლტიან როზეტში შეერთებულს შვიდი საათი სჭირდება, რომ საკმარისი ენერგიით აივსოს. Brammo-ს $11,000-იანი Enertia Plus-ის საწვავის ხარჯი ასეთია: 434 მილის გასავლელად ერთი ლიტრი ბენზინი იხარჯება. ის საათში, მაქსიმუმ, 60 მილის სიჩქარეს ავითარებს.

კვლავ არსებობს საფუძვლიანი მიზეზი ვიფიქროთ, რომ ელექტრომოტოები სიახლის გადამრჩენები იქნებიან და არა გაყიდვების ბაზრის. ადამიანი მოტოციკლეტს ძირითადად იმის გამო ყიდულობს, რომ ის ხმამაღალი, ბინძური, მძიმე და სწრაფია. ფაქტობრივად, Harley-მ LiveWire-ს განსაკუთრებული ხმა შეუქმნა, რათა მოტოციკლეტების მოყვარულთა მოწონება დაიმსახუროს. („ხმის გადმოცემა შეუძლებელია“, – ამბობს ბრუკლინში მდებარე Jane Motorcycles-ის მფლობელი ადამ კალენი). გარდა ამისა, ბენზინზე მომუშავე მოტოციკლები საწვავის მოხმარების მხრივ უკვე საკმაოდ ეკონომიურები არიან – Ducati Monster 696-ი, დაახლოებით 40 მილის გასავლელად, საწვავის ერთ გალონს საჭიროებს – და ფასის გაზრდა, რომელიც ელექტრომოტოების ლითიუმ-იონის ბატარეებთანაა დაკავშირებული, მძღოლების უმეტესობისთვის მიუღებელია. მხოლოდ ბატარეის ტექნოლოგიებს შეუძლია ჩვეულებრივი მოტოს ფასი ათობით ათასი დოლარით გაზარდოს.

„დღესდღეობით მრავალფეროვანი ტექნოლოგია არ არსებობს, არც ძვირად ღირებული სპორტული მოტოები, – ამბობს Cycle Worldის მთავარი რედაქტორი ჰოიერი. – თქვენ ხედავთ, რომ ყველა მწარმოებელი დაბალფასიან მოტოციკლებზე არის ფოკუსირებული, რაც მათი ბრენდის საწყის საფეხურს ქმნის. ელექტრომოტოები იმავე მიზანს ემსახურება – ამოცანა მხოლოდ ისაა, თუ სწორ ნაბიჯს პირველი ვინ გადადგამს“.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *