Epoint ციფრული გადახდის აგრეგატორი და ელექტრონული კომერციის პლატფორმაა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის აზერბაიჯანსა და მთელ მსოფლიოში. სტარტაპი ზეინალ კარიმზადამ და ჰასან ჰასანოვმა 2021 წელს დააფუძნეს და დღეს უკვე ისინი 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მონაწილეები არიან.
ვრცლად სტარტაპის საქმიანობის შესახებ მის თანადამფუძნებელს, ჰასან ჰასანოვს ვესაუბრეთ:
-რა სერვისს სთავაზობს Epoint მომხმარებლებს?
Epoint არის ციფრული გადახდის აგრეგატორი და ელექტრონული კომერციის პლატფორმა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის აზერბაიჯანში. ჩვენ გთავაზობთ ონლაინ გადახდის მიღების ვარიანტების ფართო სპექტრს (ApplePay, GooglePay, QR/ინვოისი/გაყოფილი/განმეორებადი გადახდები) იურიდიული პირებისთვის. ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ, დაიწყონ გადახდების მიღება მათი ვებგვერდის/აპლიკაციის ან ჩვენს პლატფორმის ბიზნეს გვერდის მეშვეობით, 3 წუთის განმავლობაში დამატებითი ტექნიკური ცოდნის გარეშე და სრულიად უფასოდ. გამოსავალი არის ძალიან მოქნილი, გამოყენებადი, უსაფრთხო და მოსახერხებელი.
-როდის და ვის მიერ დაფუძნდა სტარტაპი?
„Epoint“-ის იდეა დაიბადა 2021 წლის იანვარში და 9 თვიანი შემუშავებისა და დაგეგმვის შემდეგ მან ოფიციალურად 2021 წლის ნოემბერში დაიწყო ფუნქციონირება.
სტარტაპის თანადამფუძნებლები ვართ ზეინალ კარიმზადა (აღმასრულებელი დირექტორი) და ჰასან ჰასანოვი (აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე). თითოეულ მათგანს გვაქვს 12 წელზე მეტი გამოცდილება საბანკო, ბარათების დამუშავებისა და ელექტრონული კომერციის სფეროში. ორივე ვმუშაობდით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტოპ ბანკებსა და პროცესორულ ცენტრებში მენეჯერულ პოზიციებზე.
-რა ეტაპზეა Epoint ამჟამად?
ამ მომენტში გვყავს 280-ზე მეტი B2B მომხმარებელი და ჩვენი წლიური ბრუნვა $6,5 მილიონია.
-აქამდე თუ მიგიღიათ სხვა ტიპის აქსელერატორში მონაწილეობა?
ეს არის ჩვენი პირველი აქსელერაციის პროგრამა, რომელშიც ვმონაწილეობთ.
-რატომ გაგიჩნდათ სურვილი, შეგევსოთ 500 Georgia-ს აპლიკაცია?
ჩვენი ბრენდის ცნობადობა ადგილობრივ ბაზარზე მაღალია და ვგეგმავთ საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლას. ასევე, გვინდოდა შეგვეძინა ცოდნა, გამოცდილება და კონტაქტები, რომლებსაც ჩვენი სტარტაპისთვის გამოვიყენებდით. გლობალური აქსელერატორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ კარსაც ხსნის.
-როგორი მოლოდინები გაქვთ პროგრამასთან დაკავშირებით?
ვფიქრობთ, პროგრამა მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენი პროდუქტი პოტენციურ ინვესტორებს საერთაშორისო დონეზე წარვუდგინოთ.
-როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობას აძლევს 500Georgia სტარტაპებს და რატომაა მნიშვნელოვანი მათთვის ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
სტარტაპერთა უმეტესობა ძალიან გატაცებულია საკუთარი სტარტაპით და ზოგჯერ იმ დეტალებს ვერ ამჩნევს, რომლებიც მათ მცირე ბიზნესზე ცუდ გავლენას ახდენს. ამ პროგრამაში მონაწილეობა დაგვეხმარება, ფართოდ გავახილოთ თვალები და გავაუმჯობესოთ ჩვენი მეტრიკა/ვიპოვოთ ჩვენი ბიზნესის წარმართვის უკეთესი გზები.
-და ბოლოს, ზოგადად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩვენი სამომავლო გეგმები წარმატების მიღწევა და განვითარებაა. ასევე, გვსურს, რომ გავხდეთ პირველი აზერბაიჯანული უნიკორნი.
დატოვე კომენტარი
Your article helped me a lot, is there any more related content? Thanks!