კომპანია Tesla-ს აქციების ფასი ეცემა – ერთ დღეში ფასმა 10%-ით დაიკლო. მიზეზი ელონ მასკის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია.
კერძოდ, მასკს შეცდომაში შემყვანი და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ, რომელიც კომპანიის აქციებს შეეხებოდა.
Forbes-ის ვერსიით, ერთ დღეში მასკის ქონება 1.1 მილიარდი დოლარით შემცირდა და 28 სექტემბრის მონაცემებით, 21.1 მილიარდი შეადგინა.
უსაფრთხოების სამსახური მასკს ბრალს იმ განცხადების გამო სდებენ, რომელიც მან აგვისტოს დასაწყისში ტვიტერზე გააკეთა. კერძოდ, მასკმა დაწერა, რომ ელექტრომანქანების ბიზნესის აქციებით ვაჭრობას გეგმავდა – თითო აქციის ფასი კი 420 დოლარი იქნებოდა. ამ განცხადების შემდეგ Tesla-ს აქციების ფასი ერთ დღეში 6%-ით გაიზარდა. აშშ-ს უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ ამ განცხადებამ ინვესტორები შეცდომაში შეიყვანა, კომპანიას კი მოგება მოუტანა.
დატოვე კომენტარი