Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი თანამშრომლებს შეტყობინებას უგზავნის და მოუწოდებს, რომ კომპანიაში წარმოება და გაყიდვები კიდევ უფრო გაზარდონ.
“ნამდვილად გვაძლევს განსხვავებას ის თითოეული მანქანა, რომელსაც თქვენ ქმნით და უშვებთ. გთხოვთ გააკეთეთ ყველაფერი, რომ გამარჯვება უზრუნველყოთ“, – აღნიშნავს ერთგვარ სამოტივაციო წერილში მასკი დასაქმებულებისადმი.
როგორც სხვა ბიზნესები პლანეტზე, კორონავირუსის პანდემიამ Tesla-ს წარმოების პროცესიც მნიშვნელოვნად შეაფერხა. კომპანია, წლევანდელი გეგმის მიხედვით 500,000 ავტომობილის წარმოებას აპირებდა. პირველ კვარტალში Tesla-მ ბაზრისთვის დაახლოებით 88 400 ავტომობილის მიწოდება შეძლო. მათ შორის იყო 76 200 Model 3 და Model Y, ხოლო დანარჩენი კიდევ უფრო ძვირად ღირებული მოდელები Model S და X-ი. მეორე კვარტლის შედეგებს კი კომპანია უახლოეს დღეებში გამოქვეყნებს.
ავტომწარმოებლის ქარხნების მუშაობის ტემპი შენელებულია. Tesla-ს მთავარი ქარხანა კალიფორნიაში თვეზე მეტია რაც დახურულია და აღნიშნულზე ილონ მასკს ჰქონდა უშედეგო მოთხოვნები შტატის გუბერნატორთან რომ დაეშვა ქარხნის მუშოაბა. ამჟამად, კომპანია მის უახლეს მოდელ Y-ს “კარავში” აწყობს, სადაც პროცესი უფრო მეტად ადამიანებზეა დამოკიდებული, ვიდრე რობოტზე, რომელიც როგორც წესი ქარხანაში გამოიყენება.
დატოვე კომენტარი