განათლებასა და ბიზნესში არსებული გლობალური გამოწვევის საპასუხოდ Emercoin-ი შექმნის Blockchain სისტემას, რომლის მეშვეობითაც უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები ცოდნის დამადასტურებელი დიპლომისა და ოფიციალურად დამოწმებული სერტიფიკატების შენახვას დაცულ პლატფორმაზე შეძლებენ.
Emercoin-ის საპილოტე პროექტი თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის შეიქმნა და ის სხვა სასწავლებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
“სილიკონ ველი თბილისი” 2016 წელს შეიქმნა და ის პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრია. უნივერსიტეტი ინოვაციური სასწავლო მიდგომების განვითარებისთვის საპილოტე პროექტს Emercoin Blockchain მეშვეობით ნერგავს, რადგან Emercoin უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას იყოს მოქნილი ინოვაციური მომსახურებების გამოყენებისა და გავრცელებისას.
საქართველოს ფარგელბს გარეთ ყალბი მოწმობები, თუ კორუფციული გარიგებების ფონზე ცოდნის არალეგიტიმური დამადასტურებელი საბუთები სულ უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება სამუშაოს მისაღებად. ახალი სისტემა არსებული ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა გახდება.
სამსახურის დაწყების წინ კურსდამთავრებულებს ზოგჯერ ნიშნების ფურცლის მიღების, ძველი შეფასებების და ქულების მიღების პრობლემები ექმნებათ ისეთი სასწავლებლებიდან, რომლებიც დაიხურა.
ეს წვრილმანი პრობლემები სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნიან პროფესიული აუდიტორიის წევრებისათვის, მათ შორის უმაღლესის სასწავლებლების თანამშრომლებისათვის, სამუშაოს მაძიებელთათვის, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის და ა.შ. ის ასევე საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის, რომელიც ხშირად ვერ იღებს სერტიფიცირებულ მუშახელს ან პროფესიონალ კადრს.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს Emercoin-თან, რომელიც გარდა იმისა, რომ იძლევა უნიკალურ შესაძლევლობას სახელწოდებით Name Value Storage (NVS) სხვა ფლატფორმებთან შედარებით, უფრო იაფი და ეფექტურია.
იმ დროს როდესაც, ბიტკოინი კარგი საშუალებაა ფინანსური ტრანზაქციებისათვის, Name Value Storage ემერკოინი შესაძლებლობას იძლევა ეფექტურად მოხდეს META-Data-ს განთავსება ბლოკჩეინ სისტემაში უსაფრთხოების ნორმების დასაცავად.
“იმ სისტემას რაც შექმნილია Emercoin-ის მიერ, შეუძლია კარდინალურად შეცვალოს განათლების დამადასტურებელი მონაცემების შენახვის და მის შესახებ ინფორმაციის გაზიარების გზები” – განაცხადა ევგენი შუმილოვმა Emercoin-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. “ჩვენთვის დიდი პატივია ვითანამშრომლოთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და მოუთმენლად ველოდებით სხვა კოლეჯებთან თუ უნივერსიტეტებთან მთელი მსოფლიოდან თანამშრომლობას ამ პროექტის ფარგელბში, იმისთვის, რომ შევქმნათ უსაფრთხო საშუალებები ადამიანებისთვის მათი ცოდნის დამადასტურებელი ინფორმაციის შესანახად”.
უნივერსიტეტის რექტორის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, blockchain-ი მისი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უფრო მეტად უსაფრთხო და საიმედო სისტემას შექმნის.”ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენს სტუდენტებს საუკეთესო ხარისხი, ინოვაცია და სანდოობა შევთავაზოთ და მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული blockchain სერვისი იქნება იმ შესაძლებლობის გაფართოვება, რომლითაც სტუდენტები თავიანთი პირადი მონაცემების კონტროლს შეძლებენ, რაც მათ რეალურად მისცემთ შესაძლებლობას მიაღწიონ წარმატებას,” – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
საპილოტე პროექტი, რომელსაც უნივერსიტეტი განახორციელებს ღია პლატფორმაზე განთავსდება, იმისთვის, რომ უახლოეს მოამავალში მისი ათვისება სხვა ქვეყნების მიერაც მოხდეს.
სულ ცოტა ხნის წინ Emercoin-მა ასევე დაანონსა, რომ ის მუშაობს Bitfury Group-თან ერთად იმისთვის, რომ შექმნას პირველი დამცავი ჯაჭვი კრიზისული შემთხვევების გადაზღვევისთვის. სისტემის შემუშავება დაზღვევაზე სპეციალიზირებული Beazley და Lloyd’s coverholder Risk Cooperative-ის მიერ ხდება.
დატოვე კომენტარი