ინტერნეტი 2020 წელს. რა გველის?

ინტერნეტი 2020 წელს. რა გველის?

დროში რაიმე მოვლენის წინასწარმეტყველება რთული საქმეა და დაკავშირებულია რისკთან, რომ ეს ყველაფერი მკითხაობას არ დაემსგავსოს, სადაც მხოლოდ ლამაზ სურვილებზე ან ვარსკვლავების განლაგების კანონზომიერებაზეა საუბარი.

ილიას ბიზნეს სკოლის კვლევით ცენტრში დავიწყეთ ინტერნეტთან და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინფორმაციის და კვლევების თავმოყრა, რათა მასზე დაყრდნობით მოგვეხდინა მომავალი ტენდენციების მოდელირება. ქვემოთ მოცემულია დასკვნები, თუ რა ელოდება ინტერნეტის განვითარებას 2020 წლისთვის, რომლებიც ეფუძნება წინა პერიოდის ციფრობრივ მონაცემებს და გათვლილია რეალური ზრდის საპროგნოზო მაჩვნებლებზე. 

პირველი შთამბეჭდავი დასკვნა არის ის, რომ თუ ამჟამად 200 მილიონამდე მოწყობილობაა ერთმანეთან ინტერნეტით დაკავშირებული, ეს მაჩვენებელი 2020 წლისთვის 1.2 მილიარდს მიაღწევს. მომხმარებლების მოსალოდნელი მოცულობით ზრდა, ახალი მომსახურებების შეთავაზების  მასშტაბს წარმოუდგენელი რაოდენობით გაზრდის. ახალი მომსახურებები შეეხება ყველა სფეროს: ბიზნესს, განათლებას, ჯანმრთელობის დაცვას, სპორტს, გართობას და ა.შ. მომსახურებებით სარგებლობა იმდენად გაიზრდება, რომ მომხმარებლების მიერ ინტერნეტის გამოყენების მოცულობა მინიმუმ 24-ჯერ მოიმატებს.

მეორე მნიშვნელოვანი დასკვნა: ყველა სახის მოწყობილობათა 99%  დაუკავშირდება  ინტერენეტს. გარდა სახლის ან ოფისის მოწყობილობებისა (პრინტერი, მაცივარი, სახლის ან ოფისის გათბობის სისტემები), ინტერნეტთან  ისეთი მოწყობილობების დაკავშირებაც მოხდება, რაც დღეს წარმოუდგენლად გვეჩვენება: ქუჩის განათებები, შინაური ცხოველების ყელსაბამაბი, გულის მუშაობის შეფასების მონიტორები და უამრავი სხვა.  ეს ჩამონთვალის მხოლოდ მცირე ნაწილია, გაჩნდება ისეთი მოწყობილობები, რაც დღეს მხოლოდ ჩანასახის სტადიაშია. მაგალითად, შესაძლოა გაქრეს მობილური ტელეფონები და მისი ადგილი დაიკავოს ინტერაქტიულმა სათვალებებემა, რაზეც კომპანია “Google” უკვე აქტიურად მუშაობს.

კომპიუტერების და მობილური მოწყობილობების ოპერაციული სისტემები დღევანდელი სტანდარტული მოდლებიდან (Microsoft, Android, IOS) ეტაპობრივად გადავა მომხმარებელებზე მორგებულ მოდელებზე. ანუ ოპერაციული სისტემები, მომხარებლების ინტერესებიდან გამოდინარე, მთლიანად მათ მოთხოვნებზე გადაეწყობა და ინდივიდუალურ მომსახურებებს შესთავაზებს. ოპერაციულის სიტემები იქნება თვითგანვითარებადი და მთლიანად მომხმარებლებზე ორიენტირებული – სრულიად განსხვავებული ამჟამინდელისგან.

ინტერნეტის 98% იქნება უკაბელო და უფრო მეტი გამოყენება ექნება მობილური ტელეფონების კომპანიების ინტრენეტ კავშირს. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა მობილური ინტერენეტის მოხმარების ზრდის ძალიან სწარფი ტემპი, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში.

 კომპანიებისა და ასევე ინდივიდუალური მომხმარებლების უმეტესობა ისარგებლებს „Cloud“ ტექნოლოგიებით, რაც გულისხმობს ინფორმაციის და სპეციალური პროგრამების განთავსებას დამოუკიდებელ „სერვერებზე“. ამ ტექნოლოგიების დანერგვა გამოიწვევს საკუთარ მოწყობილობებში ინფორმაციის შეანხვაზე უარის თქმას, რაც ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს დიდი მოცულობის ინფორმაციის  შენახვის და ასევე პროგრამული საშუალებებით სარგებლობის ღირებულებას. ანუ მოწყობილობები იქნება მხოლოდ სხვის „სერვერებთან“ დამაკავშირებელი საშუალება, რაც შესაბამისად შეამცირებას მათ თვითღირებულებას, მაგრამ გაზრდის ინტერნეტის მოხმარების მოცულობებს.

ასევე გაიზრდება ინტერნეტ ტექნოლოგიებზე დამოკიდებული სხვადასხვა საგანმანათლებლო მომსახურებებით სარგებლობა. „ონლაინ“ ტექნოლოგიების საშუალებით ახალი მიმართულებების დაუფლება და კვალიფიკაციის ამაღლება საშუალოდ 50%-ით გაიზრდება. ანუ გაიზრდება იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მნიშვნელობა, რომელიც უკვე დღეს არის ინტერნეტ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული.

ასევე მნიშვნელოვანად განვითარდება ავტომობილებში ინეტერნეტ კავშირის გამოყენება. რომელიც გამოყენებული იქნება არა მარტო საგზაო რუკების, არამედ მოძრაობის დროს გარშემო ობიექტების (სავაჭრო, გასართობი, კვების თუ სხვა ობიექტები) შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაზე,  რაც კიდევ უფრო გაზრდის მძღოლის, მგზავრების და გზის მონაკვეთზე განთავსებული ობიექტების ინტერაქციას. 2020 წლისთვის დაახლოებით 100 მილიონი ავტომობილი იქნება აღჭურვილი მინიმუმ აღნიშნული ტექნოლოგიებით. მსოფლიოს ავტო-გიგანტი “Mercedes-Benz” უკვე პირველ ნაბიჯებს დგამს მსგავსი  მოწყობილობების განვითარებაზე.

უფრო აქტიურად იქნება დანერგილი სხვადასხვა ინტერნეტ ტექნოლოგიები ადამიანის ჯამრთელობაზე მონიტორინგის კუთხითაც. მოწყობილობები მოხდენენ სასიცოცხლო პარამეტრების მუდმივ კონტოლს, სამედიცინო დაწესებულებებთან მათ მუდმივ გადამოწმებას (ინტერნეტ კავშირით) და რისკების აღმოჩენის შემთხვევაში, სასწარფო ჩარევის ფუნციასაც იკისრებენ. ამ სფეროს განვითარება 70%-ით შეამცირებს სამედიცინო გართულებების რისკს და თუ ამას დავამატებთ მკურნალობის ტექნოლოგიების განვითარებას, როგორც ზოგიერთი მკვლევარი წინასწარმეტყველებს, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა მინიმუმ 25%-ით გაიზრდება.

ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება ინტერნეტ ვაჭრობის მოცულობა რომელიც 2011 წელს 6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, 2012 წელს – 10 მილიარდს, ხოლო 2020 წლისთვის 50 მილაირდ დოლარამდე გაიზრდება.ინტერნეტ  ვაჭრობის ასეთი ტემპით ზრდა, ასევე გამოიწვევს მინიმუმ 10 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას.

ასევე მიმიმუმ გაორმაგდება ძვირადღირებული ნივთების ბაზარი, რაც საუკეთესო პერსპექტივას უქმნის აღნიშნულ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს. მათი მოგების მარჟებიდან გამომდინარე, ბიზნესის გაორმაგება მოგების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. რაც, თავის მხრივ, ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციური მასალების გამოყენების პერსპექტივასაც გაზრდის.

საბანკო ოპერაციების 90% მთლიანად ინტერნეტში გადაინაცვლებს. ბანკების მომსახურების ოფისები დაკარგავს დღევანდელ ფუნციას. ვირტუალური ასისტენტები ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად ყველანაირ დამხმარე ფუნქციას შეასრულებენ, ხოლო ოფისები ახალი ინოვაციური პროექტების შემუშავების სივრცედ გადაიქცევა.

შეიცვლება რეკლამის სტრუქტურა. რეკლამის უმეტესი ნაწილი ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში გადაინაცვლებს. ამჟამინდელი სურათი სარკისებურად შეიცვლება და უზარმაზარი სარეკლამო ბიუჯეტები ტელევიზიიდან ინტერნეტ ქსელებში გადაინაცვლებს. განვითარდება რეკლამის ფორმებიც და უფრო მეტად ინფორმაციული და ინტერაქტიული გახდება.

გაცილებით დიდ მასშტაბებს მიიღებს „მწვანე ტექნოლოგიების“ გამოყენებაც, ანუ მოხდება ისეთი საშუალებების გამოყენება რომელიც შეამცირებს ბუნებაზე მავნე ზეგავლენას და მოახდენს ბუნებრივი რესურსების დაზოგვას.

აქვე, აღასანიშნავია, რომ გაიზრდება „ჰაკერების“ თავდასხმებიც, რადგან გაცილებით მეტი მოწყობილობა იქნება ჩართული ქსელში. განსაკუთრებით დიდი რისკი დაემუქრება ისეთი მოწყობილობებს, რომლებიც მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მართავენ. შესაძლებელია ტერორიზმმა უფრო დიდი მასშტაბით გადინაცვლოს ინტერნეტში და განსახვავებული ფორმები მიიღოს. რაც, თავის მხრივ, ქსელების დაცვის მომსახურებაზე და სპეციალისტებზე მოთხოვნას გაზრდის. მათ მუშაობაზე ყველაზე მაღალი გლობალური რისკების თავიდან არიდება იქნება დამოკიდებული.

ზემოთ ჩამოთვლილი ტენდენციები მომავლის პროგნოზირების მხოლოდ მცირე ნაწილია. ჩვენი ბიზნეს სკოლა აუცილებლად გააგრძელებს მუშაობას ამ საკითხებზე და მომავალში, პროგნოზებთნ ერთად, აუცილებლად წარმოგიდგენთ რეკომენდაციებსაც, რომლებიც კომპანიებს დაეხმარება მომავალს უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.

მიშა ბატიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი.

გააზიარე